დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

არ იჩქაროთ. დღეს ბევრი რამ არ მიდის გეგმის მიხედვით. ადამიანებმა, რომელთა იმედიც გაქვთ, შესაძლოა, დაგაღალატონ. გიწევთ შეხვედრების, საქმეების გადადება. ეს ძალიან გაღიზიანებთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, გარეგნულად მაინც, ეს არაკეთილმოსურნეებს დააბნევს. განერვიულებთ ფინანსური საქმეების მდგომარეობაც. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები. უკეთესობისკენ ცვლილებები დღის მეორე ნახევარში იქნება.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 14–20 ოქტომბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

სიმშვიდის შენარჩუნება რთულია. თავადაც გიკვირთ, იმდენად მწვავედ რეაგირებთ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ნებისმიერ წვრილმანს მდგომარეობიდან გამოჰყავხართ. ემოციების ზეგავლენით, შესაძლოა, ისეთი რამ გააკეთოთ, რაც მერე სანანებელი გაგიხდებათ. დღის მეორე ნახევარში რამდენიმე საინტერესო იდეა გაჩნდება, რომელთა რეალიზების საშუალება მოგვიანებით გექნებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

გრძნობთ ძალების მოზღვავებას, შეგიძლიათ იმის გაკეთება, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. ეჭიდებით ყველაზე რთულ საქმეებს და არ ელოდებით არავის დახმარებას – ხანდახან დამოუკიდებლად მუშაობა მომგებიანიცაა – არავისთან მოგიწევთ გამარჯვების გაზიარება. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი მუშაობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღის დასაწყისი რთული და წინააღმდეგობებით სავსე იქნება. ყველაფერში ორჭოფობთ, ამიტომ ერთ ადგილს ტკეპნით. ხანდახან არ გსურთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. შესაძლებელია ახლობლებთან ურთიერთობების გამოსწორება.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

დღეს მტკიცე და შეუპოვარი უნდა იყოთ, ამის წყალობით ბევრს მიაღწევთ. დროა, ძველ მიზნებსა და გეგმებს დაუბრუნდეთ – ახლა ჩანაფიქრის რეალიზებისთვის ხელსაყრელი დროა. შესაძლებელია საქმიანი შეხვედრები, რომლებიც იმაზე უკეთესად ჩაივლის, ვიდრე ელოდებოდით.  დღეს დაწყებულმა ურთიერთობებმა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, რომანტიკული ან მეგობრული ხასიათი მიიღოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

რა მიზნებიც არ უნდა გქონდეთ, მათ განსახორციელებლად ჯაფა მოგიწევთ. დაძაბულია საქმიანი და პირადი ურთიერთოები, გიჭირთ უთანხმოებების თავიდან არიდება. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური პრობლემებიც. არ იჩქაროთ თქვენი საიდუმლოებების სხვებისთვის გაზიარება, სამომავლო გეგმების განხილვა. სჯობს, უფრო მოუსმინოთ სხვებს, ვიდრე ილაპარაკოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ნაყოფიერი დღეა, შეიძლება ახალი საქმეების წამოწყება. იღბალი არ მიგატოვებთ კომერციულ საქმიანობაში; შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება, ახალი პარტნიორების პოვნა. რთულ საქმეებსაც კი მშვენივრად უმკლავდებით. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა. რთული არ იქნება კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. პირადი მომხიბვლელობა საქმეებშიც წაგადგებათ.

ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

მნიშვნელოვანი და წარმატებულია დღის პირველი ნახევარი. წარმატებების მიღწევის შანსი ამ დროს დიდია. მოგვიანებით რთული პერიოდი დადგება ურთიერთობების თვალსაზრისით, გაიზრდება კონფლიქტების ალბათობა. შემცირებულია სასიცოცხლო პოტენციალი. ჩვეული საქმეები ძალებს გართმევთ, იღლებით ჩვეულებრივზე სწრაფად. ზედმეტმა დატვირთვამ, შესაძლოა, რამე ქრონიკული დაავადების პროვოცირება მოახდინოს. გაუფრთხილდით თავს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

კონფლიქტების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. დღეს მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა, სიმართლის დამტკიცება. განსაკუთრებით ბევრი უთანხმოებაა მოსალოდნელი დღის პირველ ნახევარში. ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ და საქმიანობაში ხელი გეშლებათ. მოგვიანებით საჭირო გახდება ფინანსურ საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება, მოსალოდნელია ხარჯები. არ აჰყვეთ ცდუნებებს და არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების საშუალება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

თუ ფრთხილად იმოქმედებთ, დღე კარგად ჩაივლის. არ არის საჭირო საეჭვო პროექტებში გარისკვა, ავანტიურაში ჩაბმა. არ იეშმაკოთ. თუ გამხილეს, შესაძლოა, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რისი დიდი ალბათობაცაა, რადგან ჭკვიან, ყურადღებიან და გამოცდილ ადამიანებთან გაქვთ საქმე. კონცენტრირება ჩვეულ საქმეებზე მოახდინეთ. საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ურთიერთოების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, რომელიც წარმატებებს მოიტანს როგორ საქმიან, ისე პირად შეხვედრებში. ბევრთან პოულობთ წრაფად საერთო ენას და მალე იმსახურებთ სხვების სიმპათიას. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების, ასევე, ხანგრძლივი, ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყება. დღის მეორე ნახევარში კარგი იდეები გაგიჩნდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღე წარმატებულად იწყება. დღის პირველ ნახევარში ბევრ სასარგებლო საქმეს მოასწრებთ, შეძლებთ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარებას. კარგი დროა თანამშრომლობისთვის. საღამოს საჭირო იქნება მოქნილობა, დათმობაზე წასვლა, რათა ახლობლებთან კამათი და ჩხუბი აიცილოთ თავიდან. არ არის გამორიცხული უთანხმოება საყვარელ ადამიანთან, მაგრამ კონფლიქტამდე საქმეს არ მიიყვანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

 

ყველა ახალი ამბავი
0