03:59 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
711410

რა გველოდება შემოდგომის მეორე თვეს? როგორ უნდა მოვიქცეთ ოქტომბერში, რომ თვემ პროდუქტიულად და სასიამოვნოდ ჩაიაროს?

ასტროლოგები გვირჩევენ, გავითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები, რომ ოქტომბერი მშვიდად გადავიტანოთ და წარმატებებს მივაღწიოთ.

ვერძი

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს თავისი ბნელი მხარე. ოქტომბერში ვერძებისთვის ნეგატივის პიკი იქნება, რაც მათ ყველაზე ცუდი მხრიდან წარმოაჩენს. ამის მიზეზია პლანეტების ნეგატიური განწყობა, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. აჯობებს, თუ გარშემო გამგები და კეთილი ადამიანები გეყოლებათ.

ამასთან, ადამიანების გარდა, კარგი იქნება, თუ თქვენთვის სასიამოვნო საქმეებს გააკეთებთ. მთავარია, გქონდეთ სურვილი და სრულყოფილებისკენ სწრაფვა. ადამიანებთან კონტაქტი ღირს, მაგრამ ახალი ადამიანების გაცნობა ჯერჯერობით საჭირო არაა.

კურო

ოქტომბერი კუროებისთვის ძალიან რთული პერიოდი იქნება. პირველ რიგში, შეიძლება დაიწყოს პრობლემები სამუშაოზე მოტივაციასთან და ენთუზიაზმთან დაკავშირებით. შემოქმედებით სფეროში დაკავებულებისთვის რთული იქნება საჭირო ტალღაზე განწყობა.

მეორეც, ოქტომბერში შეიძლება გააქტიურდნენ მანიპულატორები და ენერგეტიკული ვამპირები. დაგჭირდებათ ნებისყოფა, რომ გამარჯვებებს მიაღწიოთ, სითამამე და ქედუხრელი თავდაჯერებულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი პროექტების წამოწყება არ ღირს.

ტყუპი

მომავლის შეცვლაში ტყუპებს სიტყვისა და აზრის ძალა დაეხმარება. უნდა იფიქროთ მხოლოდ კარგზე და გჯეროდეთ საკუთარი თავის, არ მისცეთ გარშემომყოფებს ეჭვების გაჩენის საშუალება. თქვენ მდიდარი შინაგანი სამყარო გაგაჩნიათ. იპოვეთ ძალები, რომ თქვენს ფანტაზიებს ხორცი შეასხათ.

ამაში დაგეხმარებათ დროული დასვენება, მოდუნების უნარი. წაგადგებათ გარემოს შეცვლა, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობები. თვის შუაში და ბოლოს მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი პრობლემები, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროში შეიძლება გაჩნდეს.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა ყურადღება მომავალზე უნდა გაამახვილოთ. პლანეტების ენერგეტიკა შესატყვისი იქნება შემოდგომის ბოლო თვეებისა და ზამთრის საქმეების დაგეგმვისთვის. თქვენი პროდუქტიულობის შემცირება ჩხუბებსა და კამათს შეუძლია. გულდახურულობა და დეპრესიული განწყობა ნეგატიურად აისახება იღბლიანობაზე სასიყვარულო და ფინანსურ სფეროებში.

სამუშაოზე სასიამოვნო გარდაქმნებია მოსალოდნელი. შესაძლოა, შემოგთავაზონ ახალი ადგილი, ხელფასის მომატება და ახალი ვალდებულებები. განვითარების შესაძლებლობები არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ ხელიდან.

წაიკითხეთ აქ: თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ლომი

ლომებისთვის ოქტომბერში ძირითადი სფერო სიყვარული გახდება. თუ 22 რიცხვამდე ყველაფერი წესრიგში, სტაბილურად იქნება, თვის ბოლოს უკვე ურთიერთობებში სირთულეებს გადააწყდებით. მოსალოდნელია უსიამოვნო შემთხვევითობები, სიტუაციები, რომლებიც კომპრომისებს მოითხოვს. თუ მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების ჯიუტად დაცვას არ შეეცდებით და საყვარელი ადამიანისკენ ნაბიჯს გადადგამთ, ყველაფერი კარგად იქნება.

ამ თვეში კარგი იქნება ახალი ვარცხნილობის გაკეთება, გარდერობის განახლება. ეს ცვლილებები კარგად აისახება სამუშაოზეც, რადგან გაიზრდება შემოქმედებითი პოტენციალი. შესაძლოა, გაჩნდეს ახალი საინტერესო იდეები, რომლებიც მოეწონებათ ხელმძღვანელობას ან ბიზნეს-პარტნიორებს.

ქალწული

ოქტომბრის დასაწყისი აქტიურობის, ახალი ნაცნობობის დროა. სასიყვარულო სფეროში წარმატებები გელოდებათ, მაგრამ ურთიერთობების დაწყებამდე, სჯობს, ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებადობა შეამოწმოთ. სიფრთხილე - ოქტომბერში წარმატებების მთავარი საიდუმლოა. ყველაფერში უნდა მისდიოთ წესებს და გქონდეთ სათადარიგო გეგმა.

გარისკვა ამ თვეში ნამდვილად არ ღირს. ეს, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს თქვენს განვითარებაზე, დამოუკიდებლობაზე. სჯობს, ძალები უკვე დაწყებულ საქმეებზე მიმართოთ. ასტროლოგები გირჩევენ, იმოქმედოთ თანამიმდევრულად.

სასწორი

ასტროლოგები გირჩევენ, თვის პირველ რიცხვებში საოჯახო საქმეებს მიხედოთ, მოაწესრიგოთ სახლი, რათა ენერგეტიკულმა ნაკადებმა კარგად იმოძრაონ. ეს დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში, ჯანმრთელობის გამტკიცებაში და იღბლის მოზიდვაში.

პლანეტები ახლა იმგვარად არიან განლაგებული, რომ ბედნიერებისკენ მხოლოდ ერთი გზა გაქვთ - კომპრომისები და საკუთარი თავის რწმენა. სამსახურში და საქმიანობაში სარგებელს მოიტანს აქტიურობა. უნდა შეებრძოლოთ სიზარმაცეს. ამაში სწორი დაგეგმვა და დროული დასვენება დაგეხმარებათ.

მორიელი

მორიელებს ზოდიაქოს ნიშანთა შორის ყველაზე ეჭვიან ნიშნად მიიჩნევენ. და ეს მართლაც ასეა - მათ შეუძლიათ საკუთარი თავის ასეთი ნეგატიური მხრიდან წარმოჩენა. სწორედ ამიტომ ოქტომბერში ასტროლოგები გირჩევენ, თავი ხელში აიყვანოთ და ნაკლებად აკრიტიკოთ თქვენი საყვარელი ადამიანი, მისცეთ მას მეტი თავისუფლება. ჩხუბსა და კამათს მტკივნეული განხეთქილების მოტანა შეუძლია.

თავდაჯერებულობას შეგმატებთ იმიჯის შეცვლა, გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე, სასურველია, არ დაივიწყოთ სამუშაო და გართობა. ამ სფეროებში ასტროლოგები გირჩევენ, საუკეთესო შედეგების მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშუროთ.

წაიკითხეთ აქ: ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“

მშვილდოსანი

ვარსკვლავები და პლანეტები ოქტომბერში წარმატებებს მოგიტანენ. სპეციალისტები გირჩევენ, ძირითადი ყურადღება ფინანსურ სფეროზე გაამახვილოთ. სწორედ აქ გექნებათ კარგი პერსპექტივები. ხელსაყრელი თვეა საოჯახო საქმეებისთვისაც. შეიძლება რემონტის დაწყება, ან მისთვის მომზადება. სხვაგან საცხოვრებლად გადასვლისთვის მზადება.

წაგადგებათ საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა, მგზავრობა, თავგადასავლების ძიება. თუ არ გყავთ პარტნიორი, მგზავრობა თქვენთვისაც ხელსაყრელი იქნება - გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. ვარსკვლავები და პლანეტები პოზიტიური იქნებიან და დაგეხმარებიან, რომ საკუთარ თავში და გარშემომყოფებში რაღაც მნიშვნელოვანი აღმოაჩინოთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის ძირითადი სფერო ფული და სამუშაო გახდება. სწორედ აქ გელოდებათ ყველაზე პოზიტიური ცვლილებები. მისდიეთ საკუთარ ძირითად პრინციპებს - არ ენდოთ უცნობ და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს და დაუთმეთ სამუშაოს დროის დიდი ნაწილი.

ოქტომბერი იდეალური დროა საყიდლებისთვის, მნიშვნელოვანი გარიგებებისთვის, იურიდიული საკითხების გადაწყვეტისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, არ გაამძაფროთ კონფლიქტები და არ გაიჩინოთ მტრები. მოსალოდნელია ახალი მნიშვნელოვანი ნაცნობობა, მაგრამ ამ ადამიანებს ჯერ არ ენდოთ, დაიცადეთ.

წაიკითხეთ აქ: მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

მერწყული

მერწყულები ოქტომბერში თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. გექნებათ პროდუქტიული ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა. ძალიან კარგი იქნება და თქვენ განწყობაზე ხელსაყრელად აისახება საყვარელ ადამიანთან ერთად მგზავრობა. ვისაც არ ჰყავს პარტნიორი, არც ის უნდა იჯდეს სახლში, უნდა იაქტიუროს.

თქვენი მეხსიერება გაუმჯობესდება, ამიტომ დაიწყეთ რამის სწავლა, ცოდნისა და უნარების ათვისება. თუ იზარმაცებთ, მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვალებადობა, რაც თქვენს იღბლიანობაზე აისახება. უნდა გააქტიურდეთ ცხოვრების ყველა სფეროში.

თევზები

თევზებისთვის ოქტომბერში კარგი იქნება ადამიანებთან ურთიერთობები, უნდა მოერიდოთ დიდი ხნით განმარტოებას. წინდახედულება გიხსნით ფიასკოსგან როგორც პირად, ისე ფინანსურ სფეროებში. სჯობს, ძვირადღირებული ნივთების ყიდვისგან თავი შეიკავოთ.

ოქტომბერში ძალიან სასარგებლო იქნება საოჯახო საქმეების გაკეთება, ოჯახთან ურთიერთობები. მნიშვნელოვან საკითხებში ინტუიციას არ ენდოთ, არ ღირს შორეული მგზავრობის დაგეგმვა, რადგან პლანეტების დისჰარმონია თქვენს იღბალზე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს.

მთავარი თემები