დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 სექტემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს გარისკვა ჩვეულებრივზე ხშირად გიწევთ, მაგრამ სხვა არჩევანი არა გაქვთ. ასე რომ, განეწყვეთ საბრძოლველად და იმოქმედეთ. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები. გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში, სავარუდოდ, დაასრულებთ დაწყებულ საქმეს; სიცხადეს შეიტანთ სამომავლო გეგმებში.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ცნობისმოყვარეობით აკვირდებით. ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან დღეს უამრავი საინტერესო მოვლენა მოაქვს და ამ მოვლენების ცენტრში ხშირად თქვენც ხართ, ან მათი განვითარება თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში კამათი და გაუგებრობებია მოსალოდნელი, რომელთა თავიდან აცილებაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ადამიანებთან მშვიდად ურთიერთობებისთვის დიდი მოთმინება გჭირდებათ. ისინი თქვენგან ბევრს ელოდებიან და მოითხოვენ. ხანდახან სხვების ნაცვლად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გიწევთ. გაღიზიანებთ უწესრიგობა ირგვლივ, დაბრკოლებები საქმეებში, მცირე შემთხვევები. გახსოვდეთ, რომ თქვენზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერი – არა. ხანდახან სხვებსაც მიეცით მოქმედების თავისუფლება. ფინანსებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღეს არაერთი გაუგებრობა, უცნაური მოვლენაა მოსალოდნელი, რომელთა შედეგებიც რთულად პროგნოზირებადია. მაგრამ თქვენ აკონტროლებს თავს და სიტუაციის შესაბამისად იქცევით. შესაძლებელია ახალი უჩვეულო ნაცნობობა. შეიძლება, შეიქმნას არაერთმნიშვნელოვანი ვითარებები, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში, მაგრამ არაფერი მოხდება ისეთი, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

გაუგებრობებისა და პრობლემების თავიდან არიდება რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. სასურველია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაერკვეთ ყველა არაერთმნიშვნელოვან მომენტში. მოერიდეთ ორაზროვნობასა და მინიშნებებს საყვარელ ადამიანებთან. მოსალოდნელია შეფერხებები საქმეებში – ძირითადად, თქვენი „დამსახურებით“. ეცადეთ, თქვენი გაღიზიანება შესამჩნევი არ იყოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

მზად იყავით, რომ, წარმატების მისაღწევად, დახმარება სრულიად სხვადასხვა ადამიანისგან მიიღოთ. თუ მარტო იმოქმედებთ, ძალზე მოკრძალებული გამარჯვებები გელოდებათ და საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩებით. სანამ საქმეს შეუდგებით, ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

ძალზე მნიშვნელოვანია სულის სიმტკიცე და თვითდისციპლინა. სხვები, შესაძლოა, საქმეებს ზედაპირულად მოეკიდონ, მაგრამ თქვენ ამის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მისცეთ. არ არის გამორიცხული შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებიან. იღლებით ჩვეულებრივზე სწრაფად, ამიტომ დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ დამღლელ საქმეებს, დაისვენეთ.

კაზინოში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებთ, სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ სიტუაციაზე კონტროლი არ დაკარგოთ, თავიდან აირიდოთ შეცდომები. კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის. შეგიძლიათ, საყიდლებზე წახვიდეთ. აჯობებს, თუ სახლის ნივთებს შეიძენთ. იქნება შანსი, რომ ფული რამე პერსპექტიულ პროექტში ჩადოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

დღის პირველ ნახევარში ემოციური ფონი ხელსაყრელი იქნება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში – დაძაბული. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება კონფლიქტებისა და ჩხუბის, გარშემომყოფების მხრიდან საყვედურების ალბათობა, თავშეკავებული იყავით ძვირფასი ადამიანების მიმართ, ეს უსიამოვნო მომეტებს აგარიდებთ თავიდან. სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

ყველაფერი მნიშვნელოვანი დილისთვის დაგეგმეთ – ამ დროს ემოციური ფონი ხელსაყრელია და წარმატებების მიღწევის შანსი – მაღალი. თანდათანობით გემატებათ მღელვარება, მწვავედ რეაგირებთ გარშემომყოფების სიტყვებზე და საქციელზე. თქვენი ასეთი მდგომარეობა ხელს უწყობს თქვენს არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც შეეცდებიან გაგაკეთებინონ ისეთი რამ, რაც მერე სანანებელი გაგიხდებათ. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო
ფინანსური ჰოროსკოპი: ვის გაუმართლებს ოქტომბერში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ათასი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, ყველაფერი უნდა მოასწროთ, მაგრამ ორომტრიალი საჭირო არ არის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აჩქარება საჭირო არ არის. მთავარია, კარგად გქონდეთ გააზრებული ის, რასაც აკეთებთ. მოერიდეთ ცრუ და ორპირ ადამიანებს. საიდუმლო მხოლოდ ძველ და გამოცდილ მეგობრებს გაანდეთ. კარგი დღეა ოჯახური საქმეებისთვის, სახლისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

არ ინერვიულოთ. ეს დღე მოსალოდნელზე ნაკლებ პრობლემებს მოიტანს, ხოლო გაჩენილ სირთულეებს იოლად გაუმკლავდებით. მნიშვნელოვანია, რომ არ იჩხუბოთ გარშემომყოფებთან და საკითხები მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოთ. მოერიდეთ ქალებთან ურთიერთობებს – დღეს მათთან კონტაქტს განცდები და უსიამოვნებები მოაქვს. ნებისმიერ საქმეს სიფრთხილით მოეკიდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0