დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 სექტემბერი

© photo: courtesy of EKATERINE PHOTOGRAPHYეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს თქვენი გავლენის გამტკიცებას შეძლებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ახალ სიმაღლეებს შეწვდეთ საქმიან სფეროში. ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ, თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გახსნიან. მაგრამ დღევანდელი დღე საფრთხესაც შეიცავს. ყურადღება გმართებთ, რადგან არის ტრავმების მიღების ალბათობა.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღეს განგაშისა და დაძაბულობის შეგრძნება არ გტოვებთ. უსიამოვნებებს ყოველი მხრიდან აწყდებით. იყავით აქტიური, გულისყური სამუშაოზე მიაპყარით. დასვენებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. თუმცა, საღამოს დაძაბულობა შემცირდება, შესაძლებელი იქნება ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება. ურთიერთობები და მსუბუქი ფლირტი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

მძიმე, არაერთმნიშვნელოვანი დღეა. საქმიან სფეროში სიწყნარეა. დაგეგმილი საქმეები მოსალოდნელი შედეგებს ვერ მოიტანს. დღეს არ ღირს არანაირი საქმიანი გარიგების დადება, საქმიან მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ასევე, პირად ურთიერთობებში ახალ საფეხურზე გადასვლა. კარგი დღეა თვითანალიზისთვის, გაკეთებულის შეჯამებისთვის. ბევრი არ ილაპარაკოთ, დღეს უკმეხი და არაობიექტური ხართ, ამიტომ მოერიდეთ სიტყვიერ შელაპარაკებებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. შეგიძლიათ ფულის გასესხება ან თავად სესხება. ძალიან კარგი იქნება, თუ რამე თანხას ქველმოქმედებაში ჩადებთ. მოსალოდნელია გავლენიანი პირების მხრიდან მხარდაჭერა, მფარველობა. თქვენი მომხიბვლელობა იზრდება. შეგიძლიათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა. ძალიან კარგ შედეგს მოიტანს რომანტიკული შეხვედრა, თუმცა, ინტიმურ საკითხებში ნუ აჩქარდებით.

კაზინოში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

წარმატებული დღეა ყველა ლომისთვის, ვინც დღე წინასწარ დაგეგმა. წარმატება გელოდებათ ფინანსურ საკითხებში, დაწყებულ საქმეს კარგად ასრულებთ; სასიცოცხლო ენერგიით ხართ სავსე. პირად და საზოგადოებრივ ურთიერთობებში დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი. რომანტიკული შეხვედრები სიხარულს მოგანიჭებთ, თუ არ გაგიტაცებთ ფლირტი, ან ვინმე არაკეთილმოსურნე არ ჩაერევა თქვენს ურთიერთობებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ურთიერთობებისთვის არცთუ ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრების ნახვის, ძველი შეყვარებულის გახსენების, წარსულის დაბრუნების. მაგრამ კარგი იქნება, თუ ამ ცდუნებას არ აჰყვებით და ძველ სიყვარულს არ შეხვდებით. ამ სურვილმა, შესაძლოა, თქვენი ოჯახური ცხოვრება გაანადგუროს, საუკეთესო შემთხვევაში, პარტნიორის ეჭვიანობასა და კონფლიქტს გამოიწვევს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

კარგი დღეა მოგზაურობის, გართობისთვის, ზოგადად, ჩვეული გარემოს შეცვლისთვის. საქმეებში წინსვლაა მოსალოდნელი. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა. დროის ნაწილი ოჯახს დაუთმეთ, რადგან ოჯახის რომელიმე წევრთან, შესაძლოა, კონფლიქტი მომწიფდეს და ეს მდგომარეობა უნდა გაანეიტრალოთ. ცოტაოდენი ძალისხმევის გამოჩენით შეძლებთ ოჯახში ჰარმონიის შენარჩუნებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღეს საოცარი ცხოვრებისეული წინსვლა გელოდებათ. ხართ ენერგიით სავსე, ნებისმიერი, თუნდაც რთული ვითარება თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყდება. დღის მეორე ნახევარში კიდევ უფრო უკეთესო მდგომარეობა იქნება. ქალი მორიელები, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი გმირი გახდება. მაგრამ ყურადღებით იყავით, რადგან დღეს საყიდლებზე წასვლა არაფრით არ შეიძლება, რადგან ფულს ქარს გაატანთ და ნაყიდი ნივთი სანანებელი გაგიხდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ეცადეთ, თავი აარიდოთ გუნდურ მუშაობას, ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. თქვენი მატერიალური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, მაგრამ დღეს დანაკარგები უფროა მოსალოდნელი, ვიდრე შემოსავლები. შესაძლოა, უარყოფითად წარიმართოს საქმეები კარიერულ საკითხებში და ამაში თქვენი მოშურნეების ხელი იქნება გარეული. დღეს მხოლოდ მათ ენდეთ, ვისაც ძალიან კარგად იცნობთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

თქვენი სასიცოცხლო ენერგია იზრდება, ასევე გემატებათ მომხიბვლელობა პირადიცა და საქმიანიც, სათანადო სიმაღლეზე ხართ ეროტიკული თვალსაზრისითაც, ასე რომ, დღეს სწორედ რომ დროა, განახორციელოთ საკუთარი გეგმები. გაგახარებთ თქვენცა და თქვენს პარტნიორსაც რომანტიკული ურთიერთობები. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობის კუთხით. შესაძლებელია ქრონიკული დაავადების გამწვავება.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

მაღალი ემოციური დაძაბულობის დღეა. ყველა უსიამოვნება დაკავშირებული იქნება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებასთან. შესაძლებელია მწვავე კონფლიქტი ოჯახში, ეცადეთ, ამას თავი აარიდოთ, სანამ ეს ყველაფერი დიდ ქარიშხალში არ გადაიზრდება. დღეს აჯობებს, თუ დროს დაუთმობთ სეირნობას, ფიზიკურ აქტიურობას. გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ გადაუდებელ ყოფით პრობლემებთან დაკავშირებით ღირს. დანარჩენ შემთხვევებში შესაბამის დროს დაელოდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

საკმაოდ ნერვული და დაძაბული დღეა. თქვენს ცხოვრებაში რაღაც ცვლილებები ხდება. ეს კალაპოტიდან გაგდებთ. ახლა ყველაფერი როგორც არის, ისე გაწყობთ. ყველაზე მტკივნეული საკითხია საქმიან პარტნიორთან ურთიერთობა. ახლოს არ მოუშვათ ადამიანები, რომლებსაც ოდნავ მაინც ეპარებათ ეჭვი თქვენს პარტნიორებში. წვრილმანებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, დღეს ძალზე მგრძნობიარე ხართ, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობასა და ნერვებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0