დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 სექტემბერი

© Photo: Arabuli ArtHouse / fbბაცალიგო, ნაეკლესიავარი
ბაცალიგო, ნაეკლესიავარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარდი დროა სახლის მოწყობისთვის, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოებში სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისთვის. დასახული მიზნების მიღწევაში შეუპოვრობა და პირადი მომხიბვლელობა დიდ შედეგებს მოიტანს. დღეს შეძლებთ ყველაფრის მიღწევას, რაზეც ადრე ვერც კი იოცნებებდით. ასტროლოგები გირჩევენ, ძალები გააზრებულად გადაანაწილოთ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რომანტიკოსი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

არახელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, მისი შედეგები ძალზე საეჭვო იქნება. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, კომერციულ საქმეებში ადამიანების მხრიდან საქმის არაკეთილსინდისიერი შესრულება. უნდა მოერიდოთ სარისკო ოპერაციებს და დღეს დიდი შენაძენები არ დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში მოიმატებს ენერგია, პირადი მომხიბვლელობა. მოახერხებთ პრობლემების გადაჭრას სასიყვარულო ურთიერთობებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

არაერთმნიშვნელოვანი, რთული დღეა. ტყუპებისგან მაქსიმალური მოქნილობა მოითხოვება სხვა ადამიანებთან დამოკიდებულებაში, უნდა შეცვალოთ ქცევის მანერა სიტუაციის შესაბამისად. არ არის გამორიცხული მოვლენების მოულოდნელი განვითარება თქვენთვის არახელსაყრელი მიმართულებით. მზად უნდა იყოთ ახლობლების შესაძლო პრობლემებისთვის, რაც, სავარაუდოდ, დამატებით ფინანსურ ხარჯებს გამოიწვევს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

კარგი დროა აქტიური დასვენებისთვის, სპორტისთვის და გუნდური ღონისძიებებისთვის. ხელსაყრელი დღეა გეგმების დაწყობისთვის, ძველი კავშირების გამტკიცებისა და ახლობლების დახმარებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მიღებულმა ინფორმაციამ გეგმების შეცვლა გამოიწვიოს. დაუთმეთ გარკვეული დრო ფიზიკურ მდგომარეობას. არ არის რეკომენდებული დიდი ფიზიკური დატვირთვა და ნებისმიერი მოქმედება, რამაც ჯანმრთელობა შეიძლება შეარყიოს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე საიმედო მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

საკმაოდ ნერვული და დაძაბული დღეა. თქვენი სასიცოცხლო ძალები ახლა საკმაოდ დაბალ დონეზეა. საქმეები დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგები არ დაგაკმაყოფილებთ. მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოთ დოკუმენტებზე მუშაობისას, შეიკავეთ ემოციები უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობების, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ დაუჯეროთ ახალი ნაცნობების დაპირებებს. დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობები და კამათია მოსალოდნელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღეს წინა პლანზე გამოდის თავდაცვა და ადრე მოპოვებული პოზიციების შენარჩუნება. დიდი ალბათობით, საკუთარი ავტორიტეტის დაცვა მოგიწევთ, ამასთან, ეცადეთ, თავდაჯერებულად და ენერგიულად იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი მოვლენები თქვენთვის არახელსაყრელი მიმართულებით განვითარდება. კარგი დროა ბიზნესისთვის, შეთანხმებების დადებისთვის, ურთიერთობებისთვის, მათ შორის - სასიყვარულო.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

არახელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის. ცხოვრებისეული პოტენციალის დაბალი დონე, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს თქვენს შრომისუნარიანობაზე და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარზე. ეცადეთ, მთელი დღის გეგმა დილითვე შეადგინოთ, რადგან არაა გამორიცხული მცირეოდენი გაუგებრობები საქმიან პარტნიორებთან და თანამშრომლებთან. დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული იქნება ახალი ნაცნობობის, ოჯახური ურთიერთობებისა და განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებისთვის.

კოსმოსი - Sputnik საქართველო
რა აღიზიანებთ ქალებში ყველაზე მეტად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ძალზე სასიამოვნო და იღბლიანი დღეა. წარმატებული იქნება სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მიმართვა. გაძლიერდება ინტუიცია, დარწმუნების უნარი, რაც საქმიან კონტაქტებზე დადებითად აისახება. ოპტიმიზმი და შეუპოვრობა, დიდი ალბათობით, პოზიტიურ შედეგებს მოიტანს სარისკო საქმიანობაშიც კი. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს გადაწყვიტოთ მტკივნეული საკითხი ოჯახში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი კარგი დროა ხელმძღვანელობასთან, სახელმწიფო დაწესებულებებში მიმართვისთვის, სხვადასხვა სახის გუნდური ღონისძიებისთვის. საქმეები მოსალოდნელ შედეგებს მოიტანს. კარგი დღეა წინა პერიოდის საქმეების დასამთავრებლად და პერსპექტივაზე გათვლილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაციის მიღება პროფესიულ საქმიანობასთან ან ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს აუცილებელია შემოქმედებითი უნარებისა და ფანტაზიის გამოვლენა, უარი უნდა თქვათ საქმეებისადმი შაბლონურ დამოკიდებულებაზე. ხელსაყრელი დრო დგება პირად ცხოვრებაში და სამუშაო ასპარეზზე პრობლემების მოსაგვარებლად, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობებისთვის. შეძლებთ საკუთარი უნარების ჩვენებას, ნიჭის წარმოჩენას, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მხრიდან ყურადღების მიქცევას. კარგი დღეა ქორწინებისთვის, გართობისა და აქტიური დასვენებისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

კარგი დღეა, რომელიც ხასიათდება სასიცოცხლო ენერგიის მატებითა და პირადი მომხიბვლელობის გაძლიერებით. გაიგებთ რაღაც სასიამოვნო ინფორმაციას, რამაც, შესაძლოა, გეგმების შეცვლა გამოიწვიოს. უარი თქვათ სხვების თხოვნაზე, თუმცა, გადაწყვეტილებები აუჩქარებლად და დაფიქრებით უნდა მიიღოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დაეყრდენით პარტნიორებსა და მეგობრულად განწყობილ ადამიანებს. დღეს გელოდებათ საყოველთაო აღიარება და პირად ცხოვრებაში შესანიშნავი ურთიერთობები.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

რთული და საკმაოდ დაძაბული დღეა, რომელსაც ახასიათებს მოვლენების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი განვითარება. დღეს მოსალოდნელია ბედის გაუთვალისწინებელი ცვლილებები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ფინანსური ზარალი, დაუგეგმავი ხარჯები. ნებისმიერ გადაწყვეტილებას სრულიად მოულოდნელი განვითარება შეიძლება მოჰყვეს. არ არის გამორიცხული სირთულეები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0