ამაღამ მთვარის დაბნელებაა: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

© AP Photo / Ringo H.W. Chiuსავსემთვარეობა
სავსემთვარეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარე ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ემოციურ რეაქციებს, მეექვსე გრძნობას მართავს. მთვარის გავლენას უფრო ქალები გრძნობენ და ამიტომ მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი თავის, ემოციების, წინათგრძნობისა და შეგრძნებების მიმართ.

17 ივლისი - ესაა ენერგეტიკული არეულობების დღე, როდესაც ციური სხეულები შეამოწმებენ, რამდენად ბედნიერი ვართ და გვაჩვენებენ, რაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ.

მთვარის დაბნელება - ეს გულისა და სულის დაბნელებაა. ივლისში მასზე თხის რქის თანავარსკვლავედი იმოქმედებს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანების თვითდამკვიდრებაზე, იდეოლოგიაზე. თვითონ მთვარე თხის რქის ნიშანში უკვე სახიფათოა, რომ არაფერი ვთქვათ დაბნელებაზე და სავსემთვარეობაზე, რომლებიც ნეგატივს გააძლიერებენ. ამგვარი შერწყმა, შესაძლოა, გამოვლინდეს აგრესიაში, არაფრის გამო მოულოდნელ ჩხუბში, ემოციურ გამონათქვამებში. მთვარის დაბნელებას ჩვენი არასწორი გზით წაყვანა შეუძლია.

მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ივლისის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

მთვარის ნაწილობრივი დაბნელება 17 ივლისს 00:01 საათზე დაიწყება და 01:59 საათზე დასრულდება. სავსემთვარეობის მაქსიმალური ფაზა 01:40 საათზე იქნება. თხის რქის გავლენა, როგორც აღვნიშნეთ, გამოიწვევს დისონანსს, ამიტომ ჩვენი „ბნელი" მხარეები შეიძლება გამოვლინდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ მსხვერპლის როლის მორგება და საკუთარი თავის შველის მცდელობა უკუშედეგს გამოიწვევს. ამიტომ ამ დღეს საუკეთესო ტაქტიკაა ლოდინის პოზიციის დაკავება.

თხის რქის გავლენით მოვლენებმა, შესაძლოა, ფსიქიკაზე იქონიოს გავლენა: სამყარო უსიამოვნო ადგილად მოგვეჩვენება, სადაც ყველა ჩვენ წინააღმდეგაა. ბევრი იგრძნობს გულში სისასტიკეს, დაიწყებს მტრებისა და დამნაშავეების ძებნას. ასევე, შეიძლება გაჩნდეს სიძულვილი ირგვლივ საზოგადოების მიმართ, თან იმის შეგრძნება, რომ სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ამ სამყაროს მოწყობა. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ მთვარის დაბნელება ილუზიებს იწვევს და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ.

ოთხშაბათს, შესაძლოა, თავი შეგვახსენოს ქრონიკულმა დაავადებებმა, ფსიქიკურმა პრობლემებმა, ამიტომ ჯანმრთელობის მიმართ ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ამ დროს თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში ყველაზე სუსტ მხარეებს დაინახავს. ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დაბნელებების დერეფნიდან „გადატვირთული", განახლებული და ახალი ცხოვრებისთვის მზადმყოფი გამოვიდეთ.

როგორ ავირიდოთ თავიდან პრობლემები და მარცხი

მთვარე ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ემოციურ რეაქციებს, მეექვსე გრძნობას მართავს. 17 ივლისს დიდი ალბათობაა იმისა, რომ მხოლოდ კონკრეტული სარგებლითა და ლოგიკით ხელმძღვანელობით შეცდომები დავუშვათ. არ ღირს ყველაფრის მხოლოდ გონებით ახსნა. რაც უფრო კეთილი იქნებით სამყაროს მიმართ, მით უფრო საიმედოდ იქნებით დაცული პრობლემების, წარუმატებლობებისა და შეცდომებისგან.

თუ 17 ივლისს მოგეძალებათ დაღლილობა, გახდებით მეტად ანგარიშიანი, თავს თქვენს „კალაპოტში" ვერ იგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სული „გამოცარიელდა", მას სჭირდება სიკეთე, თანაგრძნობა, საკუთარი თავის, ადამიანების მიღება. მთვარის გავლენას უფრო ქალები გრძნობენ და ამიტომ მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი თავის, ემოციების, წინათგრძნობისა და შეგრძნებების მიმართ.

როგორ იმოქმედებს მთვარის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე:

ვერძი: ვერძებს საშუალება გექნებათ, საქმიან სფეროში გამოავლინოთ თავი. გამჭრიახობისა და აქტიურობის წყალობით სასურველის მიღწევას, ასევე, კარიერულ კიბეზე წინსვლას შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებს, აირიდეთ თავიდან კონფლიქტები, უსიამოვნებები.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

კურო: კუროებს მთვარის დაბნელება სადავო სიტუაციების გადაჭრას მოუტანს. ამ პერიოდში მთავრდება ცხოვრების რაღაც ეტაპი, რაც გაიძულებთ, უკან მოიტოვოთ მოვლენები, რომელთა გამოსწორებაც შეუძლებელია. წარსულზე დარდმა, შესაძლოა, ოჯახში უსიამოვნებები გამოიწვიოს. უნდა შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და არ ინანოთ წარსულის მოვლენები. მომავალში მრავალი წარმატება იქნება.

ტყუპი: ტყუპებს ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ცხოვრების ფინანსურ მხარეს. დაბნელების დროს უფრო ადვილია ილუზიებისგან გათავისუფლება, რომლებიც გამდიდრებას უშლის ხელს. შემოსავლები გაიზრდება, თუ გულხელდაკრეფილი არ ისხდებით, მაგრამ არც მოვლენებს დააჩქარებთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

კირჩხიბი: მთვარის დაბნელება კირჩხიბებს დაგეხმარებათ, რომ ყურადღება მიაქციოთ გარშემომყოფების დახმარებას, ასევე, მოაგვაროთ საკუთარი ცხოვრება. ჯანსაღი ეგოიზმი ხელს შეგიწყობთ, რომ თავი იხსნათ მანიპულატორების გავლენისგან, დაადგეთ გზას, რომელსაც პირადი კეთილდღეობისკენ მიჰყავხართ. გეგმები და სურვილები არავის გაანდოთ.

მზე - Sputnik საქართველო
რასაც მოისურვებთ: ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ივლისის მეორე ნახევარში

ლომი: ლომებმა ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, რათა არ გამოგეპაროთ სხეულის რამე სიგნალი დაავადების შემთხვევაში. ამას გარდა, საშუალება გექნებათ, ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოთ საქმიან სფეროში, მაგრამ არ უნდა აჰყვეთ ემოციებს და გონების კარნახს უნდა მოუსმინოთ.

ქალწული: ამ დღეს ქალწულებს არ უნდა მოგერიდოთ დახმარების თხოვნა. 16-17 ივლისის ღამეს არაფერი იქნება შეუძლებელი, თუ ირწმუნებთ საკუთარ ძალებს და გააკეთებთ მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებსაც მნიშვნელობა ცხოვრების ამ ეტაპზე აქვს. ზომიერება და აუჩქარებლობა დაგეხმარებათ, რომ ბევრი საქმე მოასწროთ, ჩაუყაროთ საფუძველი მომავალი გამარჯვებების საძირკველს.

სასწორი: არ არის გამორიცხული, მთვარის დაბნელების გავლენით ცხოვრების გამრავალფეროვნება მოინდომოთ: გადააადგილოთ ავეჯი, სადმე გადახვიდეთ საცხოვრებლად, ან ამისთვის მზადება დაიწყოთ, არ იკამათოთ ახლობლებთან წვრილმანების გამო. გაგიმართლებთ საქმიან სფეროშიც, თუ ეჭვებს უკან მოიტოვებთ და დაუყოვნებლივ იმოქმედებთ.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
ასტროლოგები გვირჩევენ: როგორ „გადავაგოროთ“ ეს ზაფხული

მორიელი: მორიელებს ასტროლოგები გირჩევენ, მოიშოროთ დაგროვებული ბრაზი, ნეგატივი. უარყოფითი ემოციები ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ამასთან, განვითარებას აფერხებს. სათანადო მოთმინების წყალობით შეძლებთ კონფლიქტებისა და უსიამოვნებების თავიდან არიდებას ახლობლებთან ურთიერთობებში.

მშვილდოსანი: ამ დღეებში ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. გაუფრთხილებლობა და უყურადღებობა ფულის გადინების მიზეზი შეიძლება გახდეს. ყველაფერში ყურადღებით უნდა იყოთ, არ აჰყვეთ ცდუნებას, რომ თანხა გართობაზე დახარჯოთ.

თხის რქა: რადგან დაბნელება თხის რქის თანავარსკვლავედში ხდება, ეს ნიშნავს, რომ ციური სხეულები აქტიურობისკენ მოგიწოდებენ. უნდა ისწავლოთ სიჯიუტის დათმობა, გეგმების შეცვლა, ცხოვრებისეულ ვითარებებზე მორგება, რომ ხელიდან არ გაუშვათ მომგებიანი წინადადებები.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

მერწყული: მთვარის დაბნელება მერწყულებს რაღაც ინფორმაციას მოუტანს წარსულიდან. არ არის გამორიცხული, რომ წააწყდეთ მსგავს სიტუაციას, თითქოს ბედისწერა „გაკვეთილის გამეორებისკენ" გიბიძგებთ. ეს იქნება არა სასჯელი, არამედ შესაძლებლობა, რომ გაიხსენოთ ცხოვრებისეული გამოცდილება და მსგავსი შეცდომა მომავალში აღარ დაუშვათ.

თევზები: თევზები მთვარის დაბნელების დღეს პირადი ცხოვრების მოგვარებას შეძლებენ. ამისთვის აქტიურობა და საზოგადოებაში ყოფნაა საჭირო. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ასტროლოგები გირჩევენ, ოთხ კედელშუა არ გამოიკეტოთ. გაისეირნეთ, შეხვდით მეგობრებს, ესტუმრეთ რამე ღონისძიებას. ეს დადებითი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0