როგორ დავგეგმოთ ივლისის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარის კალენდარი კარგი დამხმარეა ცხოვრების ეფექტური დაგეგმვისთვის. ექსპერტების რჩევები დაგვეხმარება, გავარკვიოთ, რომელი დღეებია ამა თუ იმ საქმისთვის მეტად ხელსაყრელი.

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
ასტროლოგები გვირჩევენ: როგორ „გადავაგოროთ“ ეს ზაფხული

ივლისის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა დაბნელებების დერეფანი, რომელიც 2 ივლისს დაიწყო მზის დაბნელებით და 17 ივლისს მთვარის დაბნელებით დასრულდება. ამ მოვლენებს მძიმე ენერგეტიკა აქვს, უფრო მეტი მინუსი, ვიდრე პლუსი. მზის დაბნელების დროს სამყარო თითქოს სიბნელეში ჩაიძირება, ხოლო მთვარის დაბნელების დროს ერთმანეთს ეჯახება მამაკაცური და ქალური საწყისები, რაც ათავისუფლებს ენერგიას, ეს ენერგია კი ყველას გვიტევს, ყველას „დაგვერევა“.

ეს ყველაზე კაშკაშა ასტროლოგიური მოვლენები 2 და 17 ივლისს, ყველაზე მეტად შეეხება კირჩხიბებსა და თხის რქებს, ასევე, დაბნელების გავლენის სიახლოვეს იქნებიან ტყუპები და ლომები. მზის დაბნელება 2 ივლისს კირჩხიბის თანავარსკვლავედში, ხოლო მთვარის დაბნელება 17 ივლისს – თხის რქის თანავარსკვლავედში მოხდება. ამ ნიშნებს მოუწევთ ცვლილებებზე წასვლა, რთული და მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება, ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის გადაწყობა. დანარჩენ ნიშნებს, მინიმუმ, გადაფასება მოუწევთ იმისა, რაც აქამდე მნიშვნელოვანი ეგონათ.

ყველა ახალი ამბავი
0