03:20 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ეკა ჩხეიძე

50+ ქართველი ვარსკვლავი ქალები, რომლებიც შესაშურად გამოიყურებიან

© photo: Eka Chkheidze / FB
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
5720180

ვარსკვლავები განუსაზღვრელ დროს, ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსებს ხარჯავენ საკუთარი გარეგნობისთვის, რათა თაყვანისმცემლებისათვის მიმზიდველად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ.

ზოგიერთ მათგანს გენეტიკა, ზოგს კი მედიცინა ან ესთეტიკური ცენტრები უწყობს ხელს. ქართული შოუ-ბიზნესის ეს გამორჩეული ვარსკვლავები სტერეოტიპებს ამსხვრევენ იმის შესახებ, რომ ლამაზად მხოლოდ ახალგაზრდები გამოიყურებიან. ამ ქალბატონების სილამაზეს დრო ვერაფერს აკლებს.

ნანი ბრეგვაძე

საპატიო პირველი ადგილი გენიალურ, მსოფლიოში აღიარებულ ნანი ბრეგვაძეს ეკუთვნის. ქართველი საესტრადო მომღერალი და სახალხო არტისტი 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა. ჩვენი ქვეყნის სახეს მალე 83 წელი შეუსრულდება. უწყვეტად, ძველებური შემართებითა და ენერგიით განაგრძობს სოლო კონცერტების ჩატარებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აცხადებს, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში ლამაზია, მაგრამ საკუთარ ასაკს მალავს, რადგან ციფრები მის განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს. გამორჩეული რეცეპტები არ აქვს, მაგრამ თავის მოვლა უყვარს და ჩანთაში წითელი ტუჩსაცხი მუდამ უდევს. 2018 წელს ლეგენდარულმა მომღერალმა თბილისის მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა და დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება დიდი ხმაურით დახურა.

 დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონი - ნანი ბრეგვაძე
ნ. ბრეგვაძის პირადი არქივი
დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონი - ნანი ბრეგვაძე

 

ლელა წურწუმია

ქართული შოუ-ბიზნესის დივა, ენერგიითა და იუმორით აღსავსე, მუდამ პოზიტიური ტალღაზეა, შესაბამისად, მის ასაკს რთულად გამოიცნობთ. მოგახსენებთ – პოპ-დივა 50 წლისაა. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა გადაცემებში სილამაზის, მაკიაჟის ხრიკებისა თუ დიეტების გასაზიარებლად. აღნიშნავს, რომ მის გარეგნობაში უდიდესი როლი გენეტიკამ ითამაშა და პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს. კარიერას 1991 წლიდან დღემდე აქტიურად განაგრძობს. ქართულ შოუ-ბიზნესში პირველი შემშრულებელია, რომელმაც მაყურებელს კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი შესთავაზა სანახაობრივი ეფექტებით.

მარინა კახიანი

61 წლის გარეგნობითა და როლებით გამორჩეული მსახიობი 1957 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე თეატრში მსახიობად დაამტკიცეს. აღსანიშნავია მისი როლები – კორდელია „მეფე ლირი“; ნათელა „კავკასიური ცარცის წრე“; მარიამ სტიუარტი „მარიამ სტიუარტი“ და ა.შ. დღითიდღე იზრდება მსახიობის მიმართ ინტერესი. ერთ-ერთ რეიტინგულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ მეგრელი პერსონაჟი ნატრული იმდენად ბუნებრივად შეისისხლხორცა, ბევრს ჰგონია, რომ რეალურ ცხოვრებაშიც სერიალში წარმოდგენილი ხერხებით იჭრება შვილის პირად ცხოვრებაში. იხსენებს, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე არ აქცევდა ყურადღებას ასაკის მატებას, მაგრამ ახლა შიშითა და სიფრთხილით ეკიდება ამ საკითხს.

ია ფარულავა

საქართველოში სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. 1987 წელს მოსკოვის კინოფესტივალის ჟიურიში მიწვეულმა რობერტ დე ნირომ ფესტივალის ნომინაციაში „ყველაზე ლამაზი ქალი“ ია ფარულავა დაასახელა. მისი გარეგნობა, ხასიათი და განწყობა ყველას ღიმილს იწვევს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მსახიობი და ტელეწამყვანი 52 წლის არის. ყველას აინტერესებს, თუ რა არის მისი სილამაზის საიდუმლო და რა მეთოდებით ინარჩუნებს ვარსკვლავი სასიამოვნო გარეგნობას. აღნიშნავს, რომ კვირაში ორი დღე თავის მოვლისთვის აქვს გამოყოფილი. ერთ-ერთი ესთეტიკური კლინიკის „ანტიეიჯის“ ასაკის საწინააღმდეგო პროცედურების სახე და ხშირი მომხმარებელია.

ეკა კახიანი

გამორჩეული სილამაზით, ხმის ტემბრითა და სამსახიობო ნიჭით. მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი 55 წლის არის, ჰყავს 3 ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. მისი ფოტოსესიებით დარწმუნდებით, რომ ასაკში ქალი უფრო და უფრო ლამაზი და მშვენიერია. ეკა კახიანის ბუნებრივ სილამაზესა და დახვეწილობაში არავის ეპარება ეჭვი, მას ულამაზესი მშობლები ჰყავს.

დალი ჩიტალაძე

მოდის კრიტიკოსი და დიზაინერი მუდამ ახერხებს გააოცოს ირგვლივ მყოფები და არასდროს ამხელს ასაკს. ყველას აინტერესებს, თუ როგორ ახერხებს ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს მიუხედავად რთული პირადი ცხოვრებისა. ხშირად საუბრობს სილამაზის ფორმულაზე და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ამახვილებს ვარჯიშსა და მენტალური ჯანმრთელობის გაფრთილებაზე. Instagram-ზე უამრავი მიმდევარი, როგორც პატარა, ასევე თანატოლი გამომწერები ჰყავს. თვალს ვერ მოწყვეტთ მის გვერდს, რადგან სტილისა და გემოვნების ფეიერვერკი ერთ კაფსულაშია მოქცეული.

ეკა ჩხეიძე

მსახიობი, შარმითა და ნიჭიერებით გამორჩეული ვარსკვლავი 54 წლის არის. თანამედროვეობას არასდროს ჩამოუვარდება და მუდამ აქტუალურად გამოიყურება. გარდა ქარიზმისა, დაგატყვევებთ მისი მზერა და ხმა, რომელსაც სერიალებიდან ყველა სცნობს.

ირმა სოხაძე

მუდამ მომღიმარი, ანსამბლ „რეროს“ სოლისტი საზოგადოებამ "ნარინჯისფერი სიმღერით“ გაიცნო, როდესაც მომღერალი 8 წლის იყო. ყველასთვის ცნობილი პატარა გოგონა ირმა სოხაძე 62 წლისაა. გაგიკვირდათ? მას ასაკი საერთოდ არ ეტყობა. მის ფოტოებს/ვიდეოებს თუ დააკვირდებით, რთული ამოსაცნობი არაა, რომ კომპოზიტორი ბუნებრივი სილამაზით არის დაჯილდოებული და ახალგაზრდობის ელექსირი არ სჭირდება. 50 წელი სცენაზეა და დღემდე თანამედროვე ბავშვებიც კი ღიღინებენ მის სიმღერებს, რომლებმაც დროს გაუსწრეს.

მთავარი თემები