04:18 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები -2018 (202)
166491

დიაბეტს უამრავი ადამიანი ყოვედღიურად აწყდება ისე, რომ ხშირად არც იცის თავისი პრედიაბეტური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, არსებობს საშუალებები გართულებების თავიდან ასაცილებლად. აღმოჩნდა, რომ ფსტა (ფისტა) კარგად მოქმედებს პრედიაბეტურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე.

ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მონაცემებით, სანამ ადამიანს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზს დაუსვამენ, მანამდე ის, როგორც წესი, პრედიაბეტურ სტადიას გადის. პრედიაბეტური არის სტადია, როდესაც ადამიანის სისხლში გლუკოზის დონე ჩვეულებრივზე მაღალია, მაგრამ საკმარისი არაა იმისთვის, რომ დიაბეტის დიაგნოზი დაისვას. პრედიაბეტური მდგომარეობა აღენიშნება 86 მილიონ მოზრდილ ადამიანს აშშ-ში. მკურნალობის გარეშე 15-30%-ის შემთხვევაში პრედიაბეტი სულ რაღაც 5 წელიწადში დიაბეტში გადაიზრდება.

ფისტა
© Flickr / Stefano Mazzone
ფისტა

ფსტას გლუკოზის შემცირების ეფექტი გააჩნია

Diabetes Care-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ფსტა დაბალანსებული კვების ნაწილად იქცევა, ის ხელს უწყობს გლუკოზის, ინსულინის შემცირებასა და ჯანსაღი მეტაბოლური პროფილის ჩამოყალიბებას.

ფსტას ქოლესტერინის დონის შემცირება შეუძლია

კვლევის თანახმად ცხადი გახდა, რომ ფსტის საშუალებით ქოლესტერინის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ნაწილაკების კონცენტრაციის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება, ანუ ფსტა „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

ფსტა უნიკალური პროდუქტია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის

კლინიკურმა კვლევებმა ფსტის კარდიო-დამცავი ეფექტის მეცნიერული მტკიცებულებები წარმოადგინა. თხილის სხვა სახეობებთან შედარებით, ფსტას ცხიმებისა და პროტეინის ბევრად ნაკლები შემცველობა აქვს, მაგრამ უფრო მაღალია უჯრედისების, კალიუმის, ფიტოსტეროლების, K ვიტამინის, ქსანტოფილებისა და კაროტინოიდების შემცველობა.

ფისტას ხე
© Flickr / Brad Spry
ფისტას ხე

მოკლედ ფსტის შესახებ: ფსტა (ლათ. Pistacia, რუს. фисташка, მესხური — ფისტიღი, ჭანური – ჶისტიკი, სულხან-საბა–ორბელიანი – ფისტა, რაფიელ ერისთავი – ფუსტუღი) ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ მიჩნეულია ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ფსტა აქტიურად ვრცელდებოდა და იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში).

რომის იმპერიის ზეობის ხანაში ფსტა სირიიდან შეიტანეს იტალიაში და საბერძნეთში.

აშშ-ში, ფსტის კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს მე-19 საუკუნის ბოლოს (1890 წ.) კალიფორნიაში. ამჟამად აშშ ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება.

დღეს ფსტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და სხვა.

ფსტა სინათლის მოყვარული, ყინვა- (-250C) და გვალვაგამძლე მცენარეა (500C).

საქართველოში ამჟამად გვხვდება უმთავრესად თბილისის ძველ უბნებში. პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის მშრალ ადგილებში.

ფისტა
© Flickr / Herbolario
ფისტა
თემები:
სასარგებლო რჩევები -2018 (202)

მთავარი თემები