11:01 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
სასარგებლო რჩევები -2018 (201)
1677110

როგორ ვებრძოლოთ შიმშილსა და მავნე ჩვევებს - გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ, შიმშილის გრძნობა მოიშოროთ და ამავდროულად, წონაშიც არ მოიმატოთ. ნაკლები ნახშირწლები და მეტი სარგებელი!

მოცარელა

ყველის სახეობა, რომელსაც სტიკერების სახითაც უშვებენ. ძალიან კარგია ჩაისთან ერთად, სენდვიჩის სახით მარცვლოვან პურთან ერთად ან სალათში.

მოცარელა
© Flickr / Rachel Brodlie
მოცარელა

პოპკორნი

იცოდით, რომ პოპკორნი მარცვლოვანებს მიეკუთვნება? გარდა ამისა, მასში უჯრედისების დიდი პორცია შედის. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, საღამო საყვარელი ფილმის ყურებასა და პოპკორნის ხრამუნში გაატაროთ.

პოპკორნი
© Flickr / veggiefrog
პოპკორნი

ხაჭო კენკროვანი ხილით (ზაფხულის მენიუ)

ხაჭოსა და წვნიანი კენკრის შეხამება მომენტალურად აგიმაღლებთ განწყობას და სიამოვნებას მოგანიჭებთ. განა რამე შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე კერძი რძის ცილების, ცხიმებისა და ანტიოქსიდანტების ოპტიმალური რაოდენობით?

კარგად მოხარშული კვერცხი

დაივიწყეთ მოძველებული მოსაზრება, რომ კვერცხს თუ მიირთმევთ, ქოლესტერინის დონე მოგემატებათ. ეს შესანიშნავი პროდუქტია საკვები ნივთიერებების უზარმაზარი სიით.

მოხარშული კვერცხი
© Flickr / psyberartist
მოხარშული კვერცხი

უშაქრო ჟელე

შესაძლოა, ეს ყველაზე უვნებელი ტკბილეულია. რა თქმა უნდა, საკვები ნივთიერებები ჟელეში არცთუ ბევრია, მაგრამ სახსრები, ფრჩხილები და თმა აუცილებლად მადლიერი დაგრჩებათ.

თემები:
სასარგებლო რჩევები -2018 (201)

მთავარი თემები