00:49 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
52340

ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება? რის მიღწევას ისურვებდით ცხოვრებაში? რა გაძლევთ კეთილდღეობისა და სისავსის შეგრძნებას? სჯობს, დრო იმის მისაღწევად დახარჯოთ, რის მიღებაც ამ ცხოვრებისგან გსურთ.

როდესაც საკუთარი თავი მოგწონთ, ეს ბევრად უფრო მიმზიდველს გხდით სხვების თვალში. როცა საკუთარი თავი გიყვართ, ცხოვრება ნაკლებად გაწვებათ მხრებზე და გამძიმებთ, ხოლო ურთიერთობები უფრო მარტივი და სპონტანურია. დროს არ

კარგავთ იმაზე ფიქრში, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე.

როდესაც შინაგანი სიმტკიცე გაქვთ, სხვებთან ურთიერთობებისას აღმაფრენასა თუ ვარდნაში ადვილად შეგიძლიათ ადაპტირება. 

გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას, გნებავთ – რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მიმზიდველი იყოთ ნებისმიერ ურთიერთობებში.

1. ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს ძალზე სერიოზულად. შეიძლება იყოთ არაიდეალური და ამასთან, მტკიცე ურთიერთობები და მთელი თქვენი ცხოვრების სიყვარული გქონდეთ. სხვებისთვის თქვენი არასრულყოფილების წარმოჩენით, ნებსით თუ უნებლიეთ, ინტიმურ ატმოსფეროს ქმნით იმ გაგებით, რომ ადამიანები თქვენთან ურთიერთობისას უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, რადგან თქვენ მათთან გახსნილი და თავისუფალი იყავით.

მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ ურთიერთობები თქვენს მხარდამჭერ და არატოქსიკურ ადამიანებთან გაქვთ.

ხანდახან მნიშვნელოვანი ადამიანების ნეგატიური შეფასებები თქვენს ხასიათს განსაზღვრავს. როდესაც კონსტრუქციულ ან არაკონსტრუქციულ კრიტიკას შეეჯახებით, პირველ რიგში, შეეცადეთ, საკუთარ თავზე გაიცინოთ. ნუ მისცემთ მნიშვნელობას სხვების დამამცირებელ შეფასებებს, სხვები არ განსაზღვრავენ თქვენს პიროვნებას და მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობენ ისინი.

2. ნებისმიერ შემთხვევაში სწორად მოიქეცით. თუ დაბალი თვითშეფასება გაქვთ, იმის შანსია, რომ გარშემომყოფთა მოწონების ძებნა დაიწყოთ. როდესაც რამეს აკეთებთ და ელოდებით, თქვენი საქციელი სხვებისთვის მისაღები იყოს, შეიძლება შეცდეთ, რადგან ვერ ხედავთ სრულ სურათს, ყურადღება ფოკუსირებული გაქვთ საკუთარ თავსა და სურვილზე, სხვისი მოწონება დაიმსახუროთ.

როდესაც სხვების თვალებში გაფაციცებით ეძებთ მოწონებასა და თანხმობას, ეს ასევე იმის ნიშანია, რომ საკუთარ თავში დრწმუნებული არ ხართ, ეს კი ადამიანებს არ მოსწონთ.

ამის ნაცვლად გააკეთეთ ის, რასაც სწორად მიიჩნევთ თქვენთვის, სხვებისა და საზოგადოებისთვის. იყავით გულუხვი თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანებისა და გაჭირვებულებისადმი – მოუსმინეთ, მხარი დაუჭირეთ, ყურადღება დაუთმეთ. ნახავთ, რომ სწორედ ამას მოაქვს ადამიანების მხრიდან მოწონება და მიღება.

აირჩიეთ ბედნიერება – გადაერთეთ წიგნების კითხვაზე, სხვების დახმარებაზე, სამუშაოზე ან შემოქმედებით საქმიანობაზე
აირჩიეთ ბედნიერება – გადაერთეთ წიგნების კითხვაზე, სხვების დახმარებაზე, სამუშაოზე ან შემოქმედებით საქმიანობაზე

3. იცხოვრეთ საკუთარი თავისთვის. ადამიანები, რომელთაც მიზნისა და აზრის გრძნობა გააჩნიათ, ყოველთვის უფრო დამაჯერებლად გამოიყურებიან, რადგან მათში ძალა იგრძნობა. თვალყურის მიდევნება იმაზე, თუ როგორ აფასებენ სხვები თქვენს ცხოვრებას, მხოლოდ დროის უქმად კარგვაა. დრო კი, სჯობს, იმის მისაღწევად დახარჯოთ, რის მიღებაც ამ ცხოვრებისგან გსურთ.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას მოაქვს თქვენთვის ბედნიერება? რის მიღწევას ისურვებდით ცხოვრებაში? რა გაძლევთ კეთილდღეობისა და სისავსის შეგრძნებას? ნუ იფიქრებთ იმაზე, რა იქნებოდა, ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო. იცხოვრეთ საკუთარი თავისთვის.

4. აირჩიეთ ბედნიერება. როცა ბედნიერი ხართ, სხვები ამას გრძნობენ და თქვენი თანდასწრებით თავს კომფორტულად გრძნობენ. ბედნიერების არჩევნის ერთ–ერთი ხერხია შეიცნოთ თქვენი შინაგანი კრიტიკოსი, რომელიც თქვენს გონებაში ყველა თქვენს ქმედებას აქტიურად აკომენტარებს და განგსჯით. მისი გაკიცხვის მიღება იგივეა, რაც არარაობაში გადახტომა. თუ ამის ნებას მისცემთ, ის ადვილად გკრავთ ხელს. ეს მთლიანად თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ გამოიცნოთ მისი ხმა და შეაჩეროთ მისი განსჯა–გაკიცხვა, გადაერთეთ წიგნების კითხვაზე, ფიტნესზე, სხვების დახმარებაზე, სამუშაოზე ან შემოქმედებით საქმიანობაზე. გააკეთეთ ის, რაც გეხმარებათ, მაგრამ გააჩუმეთ ეს ხმა შეძლებისდაგვარად სწრაფად. ეს ხშირად გაიმეორეთ. აირჩიეთ ბედნიერება.

5. იზრუნეთ საკუთარ თავზე. საკუთარ თავზე მზრუნველი ადამიანები ბევრად მიმზიდველი არიან, რამდენადაც თვითდისციპლინის ძალას ასხივებენ. თუ ზრუნავთ საკუთარ თავზე, სხვებს აუცილებლობა არ ექნებათ, საკუთარ თავზე აიღონ თქვენზე მზრუნველობა. სრულფასოვანი კვება, ფიზიკური დატვირთვა, ყურადღება საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობისადმი თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი უნდა გახდეს.

მთავარი თემები