07:46 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (148)
59 0 0

თავდაცვის უწყების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის უახლოესი წლების ამოცანა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მაქსიმალური ყურადღება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

პრემიერის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში ყველა სამინისტრო საკუთარი უწყებების ხედვასა და ღონისძიებების გეგმას წარმოადგენს.

თავდაცვის უწყების განვითარების გეგმის პრეზენტაცია ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა, რომელიც მმართველი პარტიისთვის გადამწყვეტია. თუ „ქართული ოცნება“ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ელოდება.

„ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამოცანა იყო ახალი ხედვის, დოკუმენტის შექმნა, რომელიც არ დაექვემდებარება მუდმივ ცვლილებას და არ იქნება დამოკიდებული მინისტრების ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნება ჯარის, თავდაცვის მიერ შემუშავებული ხედვა, დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი შესასრულებელი იქნება თითოეული მინისტრისა და პოლიტიკური ხელძღვანელობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 10-წლიანი გეგმის განხორციელება თავდაცვის ძალებს ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. 

„ჩვენი მიზანია შევქმნათ ქართული ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მქონე მობილური ძალა, რომელსაც ექნება უნარი ეფექტურად გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამავდროულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უშიშროების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის სამინისტროს გეგმა მიმართულია თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების შექმნისკენ, რომელთაც საფრთხეებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა ექნებათ.

განვითარების გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში მინისტრმა აქცენტი გააკეთა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ჯარის ბრძოლისუნარიანობის განმტკიცებისთვის, ისაუბრა უშიშროების პრობლემების გადაჭრის გზებზე, შეიარაღებისა და სპეცტექნიკის განახლებაზე, საავიაციო, სადაზვერვო და საარტილერიო შესაძლებლობების განმტკიცებაზე, ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაზე, სოციალური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ა.შ.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (148)

მთავარი თემები