https://sputnik-georgia.com/20210722/tavdacvis-uwyebam-atwliani-gegma-waradgina-252393097.html
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება – რას გეგმავს მთავრობა უახლოეს ათ წელიწადში
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება – რას გეგმავს მთავრობა უახლოეს ათ წელიწადში
Sputnik საქართველო
თავდაცვის უწყების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T17:58+0400
2021-07-22T17:58+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392458_0:8:1501:852_1920x0_80_0_0_a07d5065f92fff391a918c3dc8f7a6d1.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის უახლოესი წლების ამოცანა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მაქსიმალური ყურადღება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში ყველა სამინისტრო საკუთარი უწყებების ხედვასა და ღონისძიებების გეგმას წარმოადგენს.თავდაცვის უწყების განვითარების გეგმის პრეზენტაცია ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა, რომელიც მმართველი პარტიისთვის გადამწყვეტია. თუ „ქართული ოცნება“ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ელოდება.„ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამოცანა იყო ახალი ხედვის, დოკუმენტის შექმნა, რომელიც არ დაექვემდებარება მუდმივ ცვლილებას და არ იქნება დამოკიდებული მინისტრების ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნება ჯარის, თავდაცვის მიერ შემუშავებული ხედვა, დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი შესასრულებელი იქნება თითოეული მინისტრისა და პოლიტიკური ხელძღვანელობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 10-წლიანი გეგმის განხორციელება თავდაცვის ძალებს ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. „ჩვენი მიზანია შევქმნათ ქართული ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მქონე მობილური ძალა, რომელსაც ექნება უნარი ეფექტურად გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამავდროულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უშიშროების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.თავდაცვის სამინისტროს გეგმა მიმართულია თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების შექმნისკენ, რომელთაც საფრთხეებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა ექნებათ.განვითარების გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში მინისტრმა აქცენტი გააკეთა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ჯარის ბრძოლისუნარიანობის განმტკიცებისთვის, ისაუბრა უშიშროების პრობლემების გადაჭრის გზებზე, შეიარაღებისა და სპეცტექნიკის განახლებაზე, საავიაციო, სადაზვერვო და საარტილერიო შესაძლებლობების განმტკიცებაზე, ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაზე, სოციალური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ა.შ.
https://sputnik-georgia.com/20201225/RaribaSvili-Tavdacvis-saministros-angariSi-250452304.html
https://sputnik-georgia.com/20160809/232941522.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392458_177:0:1322:859_1920x0_80_0_0_769e4e761f398fb172d1117949be6682.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა, საქართველო
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება – რას გეგმავს მთავრობა უახლოეს ათ წელიწადში
17:58 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) თავდაცვის უწყების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის უახლოესი წლების ამოცანა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მაქსიმალური ყურადღება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში ყველა სამინისტრო საკუთარი უწყებების ხედვასა და ღონისძიებების გეგმას წარმოადგენს.
თავდაცვის უწყების განვითარების გეგმის პრეზენტაცია ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა, რომელიც მმართველი პარტიისთვის გადამწყვეტია. თუ „ქართული ოცნება“ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ელოდება.
„ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამოცანა იყო ახალი ხედვის, დოკუმენტის შექმნა, რომელიც არ დაექვემდებარება მუდმივ ცვლილებას და არ იქნება დამოკიდებული მინისტრების ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნება ჯარის, თავდაცვის მიერ შემუშავებული ხედვა, დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი შესასრულებელი იქნება თითოეული მინისტრისა და პოლიტიკური ხელძღვანელობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 10-წლიანი გეგმის განხორციელება თავდაცვის ძალებს ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ ქართული ჯარის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარების წინაპირობა, რათა მივიღოთ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მქონე მობილური ძალა, რომელსაც ექნება უნარი ეფექტურად გაუმკლავდეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამავდროულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უშიშროების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის სამინისტროს გეგმა მიმართულია თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების შექმნისკენ, რომელთაც საფრთხეებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობა ექნებათ.
განვითარების გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში მინისტრმა აქცენტი გააკეთა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ჯარის ბრძოლისუნარიანობის განმტკიცებისთვის, ისაუბრა უშიშროების პრობლემების გადაჭრის გზებზე, შეიარაღებისა და სპეცტექნიკის განახლებაზე, საავიაციო, სადაზვერვო და საარტილერიო შესაძლებლობების განმტკიცებაზე, ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაზე, სოციალური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ა.შ.