01:48 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

მომავალ მთავრობაში ძალოვანი უწყებების მინისტრები არ უნდა წარმოადგენდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მიიჩნევს პოლიტიკოსი.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ უნდა გადადგას ნაბიჯები დიდი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად, განაცხადა პარტიის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საქართველოში შექმნილ რთულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ დღესვე უნდა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის საკითხზე.

„დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან. თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას“, - დაწერა ხაზარაძემ თავის Facebook -გვერდზე.

მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციების ფონზე სწორედ „ლელოს“ საპარლამენტო ფრაქცია გამოვიდა ინიციატივით, დაიწყოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის პროცედურა.

მაგრამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა ჯერ კიდევ მის დაწყებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ოპოზიციის შიგნით განხეთქილება დაიწყო.

მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატორებმა უკვე დააგროვეს 46 ხმა: ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 32 ხმა და 7-7 ხმა ფრაქცია „ლელოდან" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფიდან".

პროცედურის დასაწყებად მათ ახლა მხოლოდ 4 ხმა აკლიათ, მაგრამ ახალი მთავრობის დასამტკიცებლად – გაცილებით მეტი – 30 ხმა.

მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.

ოპოზიციას პარლამენტში სულ 66 მანდატი აქვს, თუმცა იმპიჩმენტს ოპოზიციაში ყველა არ ეთანხმება, მათ შორის „გირჩის" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები.

მმართველ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" გულგრილად შეხვდნენ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების მუქარას. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მიაღწევს.

მთავარი თემები