სიცრუე და დეზინფორმაცია: პრემიერის ადმინისტრაცია ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის ჩაშლაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში ვიზიტი საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ჩაშლაზე სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, აცხადებენ მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა დემნა დევდარიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გუშინ დაწერა, რომ მიმდინარე კვირაში ღარიბაშვილის ვაშინგტონში ვიზიტი და მისი კონგრესმენებთან შეხვედრები უნდა გამართულიყო. მაგრამ, როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, ვიზიტი და შეხვედრები გაუქმდა და ამის მიზეზი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების „შეხვედრებისადმი გამოხატული ნულის ტოლი ინტერესი“ გახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
შტატებმა ხელისუფლება შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა – „ოცნებამ“ დამნაშავეები იპოვა
„გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრეს-სამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა“, – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ბოლო დროს ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მისამართით მწვავე და კრიტიკული გზავნილები არაერთხელ გაისმა. გასული კვირის ბოლოს სტრატეგიული პარტნიორის უკმაყოფილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნამ გამოიწვია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნით და ეს 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაა, რომელსაც ხელი მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მოაწერეს.
ევროკავშირის დახმარება საეჭვოა - ევროკომისია ახალი მოსამართლეების დანიშვნით უკმაყოფილოა>>
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრიდან ექვს კანდიდატურას მხარი 12 ივლისს დაუჭირა. კანდიდატების მოსმენა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე მიმდინარეობდა – რომ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე გადადებულიყო. კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობდნენ მხოლოდ დეპუტატები მმართველი პარტიიდან.
ყველა ახალი ამბავი
0