13:33 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

შარლ მიშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ქვეყნის პირველ პირებთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ატარებს.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირველი აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ორშაბათს, დილით გამართა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შარლ მიშელი, რომელიც საქართველოს კვირას, 18 ივლისს ეწვია, მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“, რომელიც ბათუმში 19 ივლისს გაიხსნება.

შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ პარლამენტის ახალი ბოიკოტისა და 5 ივლისის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე განხორციელდება. 

ამ დროისათვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება, სადაც განხილვის მთავარი თემა 19 აპრილის შეთანხმების რეალიზაცია და 5–6 ივლისის მოვლენები იქნება. ოპოზიციის შემდეგ შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას.

ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი მარშის ჩაშლამ და 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებმა საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ამას დაემატა ევროკავშირის უკმაყოფილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გამო, რაც რეკომენდაციების მიუხედავად მოხდა.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის გამო საქართველომ შეიძლება ევროკავშირის ფინანსური დახმარება დაკარგოს.

შარლ მიშელი ავტორია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტის, რომელსაც 19 აპრილს ხელი მოაწერეს ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ. ამჟამად ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დოკუმენტის შესრულების თემაზე სერიოზული კამათი მიმდინარეობს.

მთავარი თემები