09:26 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

რატომ ვერ მოხერხდა 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე არეულობისა და ძალადობის აღკვეთა, სამართალდამცველების რა რაოდენობის მობილიზება მოხდა თბილისის ცენტრში - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ვახტანგ გომელაური გასცემს.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა.

რიგგარეშე სესიაზე მინისტრს თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

გომელაურს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ. პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც აქციის მონაწილეებს მინისტრთან მიახლოებისა და კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 25 პირი.

პროკურატურის მიერ 16 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.



 

მთავარი თემები