https://sputnik-georgia.com/20210718/vaxtang-gomelauri-parlamentSi-mivida-252352484.html
ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა
ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა
Sputnik საქართველო
რატომ ვერ მოხერხდა 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე არეულობისა და ძალადობის აღკვეთა, სამართალდამცველების რა რაოდენობის მობილიზება მოხდა თბილისის ცენტრში - ამ და... 18.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-18T13:54+0400
2021-07-18T13:54+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352020_0:223:1280:943_1920x0_80_0_0_eff3f6e648c09f75f45b1205273ada6b.jpg
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა.რიგგარეშე სესიაზე მინისტრს თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.გომელაურს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ. პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც აქციის მონაწილეებს მინისტრთან მიახლოებისა და კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 25 პირი.პროკურატურის მიერ 16 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.
https://sputnik-georgia.com/20210718/policiam-Jurnalistebze-Zaladobis-faqtze-kidev-erTi-piri-daakava-252352385.html
https://sputnik-georgia.com/20210718/saprotesto-aqciis-organizatori-Jurnalistebi-parlamentSi-ar-SeuSves-252352431.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352020_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_512d9e91e716f10550aef8b25a40f413.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა
13:54 18.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) რატომ ვერ მოხერხდა 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე არეულობისა და ძალადობის აღკვეთა, სამართალდამცველების რა რაოდენობის მობილიზება მოხდა თბილისის ცენტრში - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ვახტანგ გომელაური გასცემს.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა.
რიგგარეშე სესიაზე მინისტრს თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
გომელაურს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ. პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც აქციის მონაწილეებს მინისტრთან მიახლოებისა და კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 25 პირი.
პროკურატურის მიერ 16 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.