10:33 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
124 0 0

პრემიერის თქმით, ის პატრიარქს ესაუბრა ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მოისმინა მის რჩევები და მოსაზრებები.

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეწვია. ამის შესახებ პრემიერი თავის Facebook-გვერდზე წერს.

„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეხვედრის კონკრეტული დეტალები უცნობია.

გასულ კვირას, ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქციის დროს ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში აქციები დაიწყო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლაშქარავას უთქვამს, რომ პატრიარქთან შეხვედრა სურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. თავის მხრივ, პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, ლაშქარავას დედას უახლოეს მომავალში შეხვდეს, ამის შესახებ განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა.

არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.

საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.

ცნობილია, რომ ლგბტ-თემის მოწონააღმდეგეთა აქციაში რამდენიმე სასულიერო პირი მონაწილეობდა.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ გმობს ძალადობის აქტებს. ამავდროულად საპატრიარქო გამოვიდა ინიციატივით, მიღებულ იქნას კანონი მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ.

მთავარი თემები