https://sputnik-georgia.com/20210717/irakli-RaribaSvili-ilia-meore-Sexvda-252347978.html
„მოვისმინე რჩევები“ - ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა
„მოვისმინე რჩევები“ - ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, ის პატრიარქს ესაუბრა ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მოისმინა მის რჩევები და მოსაზრებები. 17.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-17T16:30+0400
2021-07-17T16:30+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/11/252348094_0:0:1300:736_1920x0_80_0_0_7c9fe736ca7d8318ab23fc38ccaabe0f.jpg
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეწვია. ამის შესახებ პრემიერი თავის Facebook-გვერდზე წერს.შეხვედრის კონკრეტული დეტალები უცნობია.გასულ კვირას, ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქციის დროს ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში აქციები დაიწყო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლაშქარავას უთქვამს, რომ პატრიარქთან შეხვედრა სურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. თავის მხრივ, პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, ლაშქარავას დედას უახლოეს მომავალში შეხვდეს, ამის შესახებ განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა.არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.ცნობილია, რომ ლგბტ-თემის მოწონააღმდეგეთა აქციაში რამდენიმე სასულიერო პირი მონაწილეობდა.საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ გმობს ძალადობის აქტებს. ამავდროულად საპატრიარქო გამოვიდა ინიციატივით, მიღებულ იქნას კანონი მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ.
https://sputnik-georgia.com/20210629/gardauvali-SfoTi-sapatriarqo-Rirsebis0marSTan-dakavSirebiT-gancxadebas-avrcelebs-252165680.html
https://sputnik-georgia.com/20210703/sapatriarqo-Tbilisis-praidis-marSis-paralelurad-Sekrebas-aanonsebs-252201537.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/11/252348094_0:0:1300:818_1920x0_80_0_0_0ab574db4396342e18be497259914d83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
„მოვისმინე რჩევები“ - ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა
16:30 17.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) პრემიერის თქმით, ის პატრიარქს ესაუბრა ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მოისმინა მის რჩევები და მოსაზრებები.
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეწვია. ამის შესახებ პრემიერი თავის
Facebook-გვერდზე წერს.
„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეხვედრის კონკრეტული დეტალები უცნობია.
გასულ კვირას, ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქციის დროს ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ თბილისში აქციები დაიწყო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლაშქარავას უთქვამს, რომ პატრიარქთან შეხვედრა სურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. თავის მხრივ, პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, ლაშქარავას დედას უახლოეს მომავალში შეხვდეს, ამის შესახებ განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა.
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.
საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.
ცნობილია, რომ ლგბტ-თემის მოწონააღმდეგეთა აქციაში რამდენიმე სასულიერო პირი მონაწილეობდა.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ გმობს ძალადობის აქტებს. ამავდროულად საპატრიარქო გამოვიდა ინიციატივით, მიღებულ იქნას კანონი მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ.