09:18 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (468)
82 0 0

ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს საქართველოს მოქმედი მთავრობის გადაყენებას.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ოპოზიციას ოთხი ხმა არ ჰყოფნის, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ.

მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.

„ჩვენ ვიყავით მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების ინიციატორები, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელი" არცთუ ისე დიდია, რომ 50 ადამიანი შეკრიბოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე პოლიტიკური ძალა საკუთარ პოზიციას აყალიბებს. როგორც კი 50 ხელმოწერა შეგროვდება, დავიწყებთ მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას", – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამგვარად, მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატორებმა უკვე დააგროვეს 46 ხმა: ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 32 ხმა და 7-7 ხმა ფრაქცია „ლელოდან" და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფიდან".

პროცედურის დასაწყებად მათ ახლა მხოლოდ 4 ხმა აკლიათ, მაგრამ ახალი მთავრობის დასამტკიცებლად – გაცილებით მეტი – 30 ხმა.

ოპოზიციას პარლამენტში სულ 66 მანდატი აქვს, თუმცა იმპიჩმენტს ოპოზიციაში ყველა არ ეთანხმება, მათ შორის "გირჩის" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები.

მმართველ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" გულგრილად შეხვდნენ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების მუქარას. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მიაღწევს. ანალოგიური აზრი აქვთ ქართველ ექსპერტებს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (468)

მთავარი თემები