10:31 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)
4210

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი პირველია, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ პარტიული ოფისი გახსნა.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ყველაზე ორიგინალური პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონებში გაფართოება გადაწყვიტა და ბათუმში ოფისი გახსნა. 

ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება – საქართველოს მოქალაქეები რაიონებში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პარტიამ ოფისი თბილისის საზღვრებს გარეთ გახსნა. ყველაფერი ჩვენმა ადგილობრივმა მომხრეებმა გააკეთეს და ჩვენ გვსურს, რომ არჩევნებისთვის მსგავსი ოფისების ფორმირება მოხდეს სხვა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

ადრე ჯაფარიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების უჩვეულო შერჩევის ფორმაზე განაცხადა – მან მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის ყველა მსურველს შესთავაზა შეავსოს განაცხადი და ოფიციალური კანდიდატი გახდეს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)

მთავარი თემები