კვლავ ორიგინალური იდეა: ზურაბ ჯაფარიძემ 2021 წლის არჩევნებისთვის კონკურსი გამოაცხადა

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გამოწერა
ჯაფარიძე პარტიის სახელით კანდიდატებს შეპირდამ რომ უზრუნველყოფს მათ საარჩევნო პროგრამით, პარტიული ინფრასტრუქტურით, ამომრჩევლებთან შეხვედრით, მედიაში გაშუქებით.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებზე კანდიდატთა ორიგინალური შერჩევის ჩატარება მოიფიქრა, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი კონკურსი უკვე გამოაცხადა.

ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქების მერებს და 64 მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრებს აირჩევენ.

ზურაბ ჯაფარიძემ თავის Facebook-გვერდზე ყველა მსურველს შესთავაზა მერობა და საკრებულოს დეპუტატობა, ამისათვის მათ განაცხადი უნდა შეავსონ და გახდნენ ოფიციალური კანდიდატები.

გარდა ამისა, კანდიდატმა პარტიის პორტალზე თავისი მხარდამჭერებიც უნდა დაარეგისტრიროს.

ამასთან, თუ ერთ ადგილზე რამდენიმე კანდიდატი დარეგისტრირდება, მათ პარტიის მხარდამჭერებს შორის შიდა „პრაიმერის“ გავლა მოუწევთ.

თავის მხრივ, ჯაფარიძე პარტიის სახელით კანდიდატებს შეპირდა, რომ უზრუნველყოფს მათ საარჩევნო პროგრამით, პარტიული ინფრასტრუქტურით, ამომრჩევლებთან შეხვედრით, მედიაში გაშუქებით.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რბოლაში მონაწილეობა ფასიანია. საწევრო შენატანი სულ 5 ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0