https://sputnik-georgia.com/20210715/giorgi-gaxariam-partiis-ofisi-duSeTSi-gaxsna-252322308.html
გიორგი გახარიამ პარტიის ოფისი დუშეთში გახსნა
გიორგი გახარიამ პარტიის ოფისი დუშეთში გახსნა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და უზრუნველყოფდეს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ქვეყანაში, რომლის გარეშეც სხვა დაპირებები აზრს კარგავს, აღნიშნა გახარიამ. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T00:12+0400
2021-07-15T00:12+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252279900_0:0:3072:1738_1920x0_80_0_0_f8d49db781fc6e2d59a676fe9f2ff807.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარტიული ოფისი დუშეთში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. სამეგრელოსა და იმერეთის შემდეგ პარტიის რეგიონული ოფისები მცხეთა-მთიანეთში გაიხსნა. დღეს გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან შეხვედრები გამართა მცხეთაში, შემდეგ კი დუშეთში, ფასანაურში, მლეთასა და ანანურში. შეხვედრებზე გახარიამ ერთ-ერთი მთავარი აქცენტი თბილისში 5-6 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიუღებლობასა და წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე გააკეთა.მისი თქმით, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ქვეყანაში დაისადგუროს სიმშვიდემ და უსაფრთხოებამ, რის გარეშეც სხვა ყველაფერი ფასს კარგავს.„სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და სახელმწიფოს სიტყვას და ქმედებას უნდა ჰქონდეს ფასი. ეს არის მთავარი მიზანი“, - აღნიშნა გახარიამ.მთავრობის ყოფილმა მეთაურმა საკუთარი პარტია ივნისის დასაწყისში დააარსა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პოპულარობის მხრივ ამჟამად მის პარტიას მესამე ადგილი უკავია მმართველი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
https://sputnik-georgia.com/20210714/gaxaria-chven-nacmozraobas-davasrulebt-252315038.html
https://sputnik-georgia.com/20210714/qartuli-ocnebis-shvidi-deputati-gaxarias-sheuertda-252319272.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0b/252279900_0:0:3072:1930_1920x0_80_0_0_19608d9f08932d397a10f5d99bd1330c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
გიორგი გახარიამ პარტიის ოფისი დუშეთში გახსნა
00:12 15.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და უზრუნველყოფდეს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ქვეყანაში, რომლის გარეშეც სხვა დაპირებები აზრს კარგავს, აღნიშნა გახარიამ.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარტიული ოფისი დუშეთში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის
პრესსამსახური ავრცელებს.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. სამეგრელოსა და იმერეთის შემდეგ პარტიის რეგიონული ოფისები მცხეთა-მთიანეთში გაიხსნა. დღეს გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან შეხვედრები გამართა მცხეთაში, შემდეგ კი დუშეთში, ფასანაურში, მლეთასა და ანანურში. შეხვედრებზე გახარიამ ერთ-ერთი მთავარი აქცენტი თბილისში 5-6 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიუღებლობასა და წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე გააკეთა.
„როგორ შეიძლება, ერთი ქართველი გამოდიოდეს და ეკლესიას აგინებდეს - მეორე ქართველი გამოდიოდეს და აქეთ ცემა-ტყეპას უტეხდეს და ამ დროს სახელმწიფო ამოფარებული იყოს ამ ხალხის ზურგსაც და ეკლესიასაც - არ შეიძლება, ეს უბრალოდ არასწორია“, - განაცხადა გახარიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ქვეყანაში დაისადგუროს სიმშვიდემ და უსაფრთხოებამ, რის გარეშეც სხვა ყველაფერი ფასს კარგავს.
„სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და სახელმწიფოს სიტყვას და ქმედებას უნდა ჰქონდეს ფასი. ეს არის მთავარი მიზანი“, - აღნიშნა გახარიამ.
მთავრობის ყოფილმა მეთაურმა საკუთარი პარტია ივნისის დასაწყისში დააარსა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, პოპულარობის მხრივ ამჟამად მის პარტიას მესამე ადგილი უკავია მმართველი „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება. „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თუ ის ამომრჩეველთა პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.