წულუკიანი: მთავრობა გადადგომას არ აპირებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
არავინ არ აპირებს სადმე წასვლას ან გადადგომას, ამისათვის არსებობს არჩევნები, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. არცერთი მინისტრი, ისევე როგორც მთავრობის მეთაური გადადგომას არ აპირებს, განაცხადა ახალმა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ქვეყანა კვლავ გადააწყდა „გენერალიზებულ ფსიქოზს“, რომელიც ადრეც არაერთხელ შეინიშნებოდა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მედიები მასაც არაერთხელ ადანაშაულებდნენ იმ შეცდომებსა თუ დანაშაულებში, რაც მას არ ჩაუდენია.
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
„ნაცმოძრაობა“ პარლამენტის მუშაობის ბოიკოტს იწყებს
„პრინციპში არც დასანანია, თუკი რომელიმე მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ეუბნებიან გადადექი, თორემ ასე იქნება, ისევ იქნება... ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ და გადადგომას და არსად წასვლას არავინ არ აპირებს, ამისთვის არსებობს არჩევნები“, - განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
მისი თქმით, დღევანდელი პროცესები მიმართულია იქითკენ, რომ დაასუსტონ და შეარყიონ სახელმწიფო.
„სახელმწიფო არც ჩემია და არც თქვენია. ეს სახელმწიფო არის ყველასი. იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, თუ იმ უმრავლესობის წარმომადგენელი, რომელიც არის აბსოლუტურად მშვიდი და გაწონასწორებული, თუ აგრესიული და ძალადობის ავტორი, რომელიც რა თქმა უნდა მოიძებნოს და დაისაჯოს. მთავარია ის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ვერ შევძელით შეგვექმნა ისეთი ატმოსფერო, რომელიც ამ ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალებას მისცემდა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააანონსდა, მედიის წარმომადგენლებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და მთლიანად მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს. მედიის წარმომადგენლები ადანაშაულებენ მთავრობის მეთაურს 5 ივლისს „ჟურნალისტებზე ნადირობის“ წახალისებაში. იმ დღეს თბილისში არეულობების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.
ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღიძრა „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოსალოდნელია საქმის შესაძლო გადაკვალიფიცირება. ამ დროისთვის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0