https://sputnik-georgia.com/20210712/wulukiani-mTavroba-gadadgomas-ar-apirebs-252298693.html
წულუკიანი: მთავრობა გადადგომას არ აპირებს
წულუკიანი: მთავრობა გადადგომას არ აპირებს
Sputnik საქართველო
არავინ არ აპირებს სადმე წასვლას ან გადადგომას, ამისათვის არსებობს არჩევნები, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 12.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-12T21:12+0400
2021-07-12T21:12+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23379/44/233794420_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_83ce798d4d4df5d42ab93b190fe84929.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. არცერთი მინისტრი, ისევე როგორც მთავრობის მეთაური გადადგომას არ აპირებს, განაცხადა ახალმა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.მისი თქმით, ქვეყანა კვლავ გადააწყდა „გენერალიზებულ ფსიქოზს“, რომელიც ადრეც არაერთხელ შეინიშნებოდა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მედიები მასაც არაერთხელ ადანაშაულებდნენ იმ შეცდომებსა თუ დანაშაულებში, რაც მას არ ჩაუდენია.„პრინციპში არც დასანანია, თუკი რომელიმე მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ეუბნებიან გადადექი, თორემ ასე იქნება, ისევ იქნება... ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ და გადადგომას და არსად წასვლას არავინ არ აპირებს, ამისთვის არსებობს არჩევნები“, - განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.მისი თქმით, დღევანდელი პროცესები მიმართულია იქითკენ, რომ დაასუსტონ და შეარყიონ სახელმწიფო.კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააანონსდა, მედიის წარმომადგენლებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და მთლიანად მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს. მედიის წარმომადგენლები ადანაშაულებენ მთავრობის მეთაურს 5 ივლისს „ჟურნალისტებზე ნადირობის“ წახალისებაში. იმ დღეს თბილისში არეულობების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღიძრა „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოსალოდნელია საქმის შესაძლო გადაკვალიფიცირება. ამ დროისთვის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.
https://sputnik-georgia.com/20210712/nacmoZraoba-parlamentis-muSaobis-boikots-uwyebs-252298552.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23379/44/233794420_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_fdbd72dfe532f830972f3bda2a565b98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
წულუკიანი: მთავრობა გადადგომას არ აპირებს
21:12 12.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) არავინ არ აპირებს სადმე წასვლას ან გადადგომას, ამისათვის არსებობს არჩევნები, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. არცერთი მინისტრი, ისევე როგორც მთავრობის მეთაური გადადგომას არ აპირებს, განაცხადა ახალმა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ქვეყანა კვლავ გადააწყდა „გენერალიზებულ ფსიქოზს“, რომელიც ადრეც არაერთხელ შეინიშნებოდა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მედიები მასაც არაერთხელ ადანაშაულებდნენ იმ შეცდომებსა თუ დანაშაულებში, რაც მას არ ჩაუდენია.
„პრინციპში არც დასანანია, თუკი რომელიმე მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ეუბნებიან გადადექი, თორემ ასე იქნება, ისევ იქნება... ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ და გადადგომას და არსად წასვლას არავინ არ აპირებს, ამისთვის არსებობს არჩევნები“, - განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
მისი თქმით, დღევანდელი პროცესები მიმართულია იქითკენ, რომ დაასუსტონ და შეარყიონ სახელმწიფო.
„სახელმწიფო არც ჩემია და არც თქვენია. ეს სახელმწიფო არის ყველასი. იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, თუ იმ უმრავლესობის წარმომადგენელი, რომელიც არის აბსოლუტურად მშვიდი და გაწონასწორებული, თუ აგრესიული და ძალადობის ავტორი, რომელიც რა თქმა უნდა მოიძებნოს და დაისაჯოს. მთავარია ის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ვერ შევძელით შეგვექმნა ისეთი ატმოსფერო, რომელიც ამ ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალებას მისცემდა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააანონსდა, მედიის წარმომადგენლებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და მთლიანად მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს. მედიის წარმომადგენლები ადანაშაულებენ მთავრობის მეთაურს 5 ივლისს „ჟურნალისტებზე ნადირობის“ წახალისებაში. იმ დღეს თბილისში არეულობების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.
ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღიძრა „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოსალოდნელია საქმის შესაძლო გადაკვალიფიცირება. ამ დროისთვის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.