10:16 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (338)
77 0 0

ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობების დროს, მიიჩნევენ ოპოზიციონერები.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოხატვის პროცედურის დაწყებას აპირებს, განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„მორიგი წარუმატებელი შეთქმულება" - პრემიერი საპროტესტო აქციებზე>>

ორშაბათს მასმედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შეიჭრნენ და დეპუტატებისგან პასუხები მოითხოვეს. მათ განაცხადეს, რომ აპირებენ საპროტესტო აქციების გაგრძელებას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამის მიზეზი „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა, რომელიც 5 ივლისს არეულობის დროს სასტიკი ცემის შემდეგ მეექვსე დღეს გარდაიცვალა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები არეულობის დროს.

„ჩვენი ამოცანაა – არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის; შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც დაამშვიდებს ამ ძალიან მძიმე და მწვავე ვითარებას", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.

ოპოზიციას ამჟამად 66 დეპუტატი ჰყავს. ეს საკმარისია უნდობლობის პროცედურის დასაწყებად, მაგრამ არასაკმარისი ახალი მთავრობის დასამტკიცებლად.

არეულობები თბილისში

თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.

შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ, სცემდნენ მათ და უნადგურებდნენ აპარატურას. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.

ამ დროისათვის დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მათ საქართველოს სსკ-ის სამი მუხლის მიხედვით ედებათ ბრალი: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მათი დევნა და ჯგუფური ძალადობა.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (338)

მთავარი თემები