ღარიბაშვილი: ყველა მოძალადე აგებს პასუხს

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ 5 ივლისის აქციის უკან რადიკალური ოპოზიცია იდგეს.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პირობა დადო, რომ სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც თბილისში არეულობების დროს აგრესიულად მოქმედებდა.
„მორიგი წარუმატებელი შეთქმულება" - პრემიერი საპროტესტო აქციებზე>>
არეულობა დედაქალაქში 5 ივლისს მოხდა, როდესაც ლგბტ-თემის საწინააღმდეგოდ გამოსული ადამიანები ჟურნალისტებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ესხმოდნენ თავს.
„მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიას განიხილავს, მათ შორის მთავრობის მეთაური არ გამორიცხავს, რომ 5 ივლისის აქციის უკან ოპოზიცია იდგეს.
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ოპერატორ ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
„არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა", – აღნიშნა მან.
იმის თაობაზე, რომ გამოძიება ჟურნალისტებზე ორგანიზებულად თავდასხმის ვერსიასაც განიხილავს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის თავდასხმის 20-ზე მეტი შემსრულებელია დაკავებული. მათი უმრავლესობა განაჩენს საპატიმროში დაელოდება.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
ევროპარლამენტარები ქართველი ოპერატორის გარდაცვალების მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვენ>>
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ადგილზე მუშაობდა 3,2 ათასი პოლიციელი. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0