05:07 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)
86 0 0

ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას საერთაშორისო საზოგადოებაში მწვავე შეფასებები მოჰყვა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის დეპუტატების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩენეს ერთობლივ განცხადებაში.

ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე, 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იგი "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას სასტიკად სცემეს. მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.

როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.

ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. თუ აღნიშნული მოთხოვნა 12 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე არ დაკმაყოფილდება, მაშინ პარლამენტის შენობის წინ 18:00 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელზეც ლიდერები საკუთარ გეგმებზე ისაუბრებენ.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს. მათი თქმით, საქართველო იმყოფება გზაჯვარედინზე, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებას, წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში.

„ჩვენ დაგვამწუხრა მასმედიის ერთ-ერთი დაშავებული წარმომადგენლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ. ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად", – ნათქვამია ევროდეპუტატების წერილში.

როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, მასმედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების ღირებულებები ევროპული ფასეულობებია და უნდა იყოს დაცული.

შსს-მ ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო.

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (45)

მთავარი თემები