07:40 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
103 0 0

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული სამართალდამცველი, რომლებიც ნიკა მელიას და სხვებს შენობაში არ უშვებენ.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ამ წუთებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობა სხდომას მართავს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკრიბებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოფისში შესვლას და მმართველი პარტიის ლიდერებთან პირადად გასაუბრებას აპირებს.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული სამართალდამცველი, რომლებიც ნიკა მელიას და სხვებს შენობაში არ უშვებენ.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც მომიტინგეებმა ოფისში შეჭრა სცადეს.

თავის მხრივ, საგანგებო განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შეკრებილებს მოუწოდა, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.

„ტვ პირველის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ვახტანგ წერეთლის თქმით, გარდაცვლილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დედა და დეიდები ექიმები არიან და მათი ვარაუდით, შესაძლოა მას გადატანილი ჭრილობებისა და ოპერაციის შედეგად თრომბოემბოლია განუვითარდა.

სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.

მთავარი თემები