საქართველო დაეხმარა გერმანიას ავღანეთიდან სამხედროების გამოყვანაში

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიის სამხედრო ძალების წარმომადგენელი
გერმანიის სამხედრო ძალების წარმომადგენელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
საქართველოს გავლით სამშობლოში დაბრუნდა 2 ათასამდე გერმანელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ასევე ოპერაციის ფარგლებში ავღანეთიდან ტყვია-წამალი და სამხედრო აღჭურვილობა გამოიტანეს.
თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ერთი თვის განმავლობაში იქცა სატრანზიტო ჰაბად გერმანელი სამხედროებისთვის, რომლებიც ავღანეთიდან ბრუნდებიან, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივნისში იყო დისლოცირებული გერმანიის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი A400M და ეკიპაჟის 60 წევრი, რომლებსაც გერმანელი სამხედროები ავღანეთიდან თბილისში, შემდეგ კი გერმანიაში გადაჰყავდათ.
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
საქართველო ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანას აგრძელებს
საქართველოს გავლით სამშობლოში დაბრუნდა 2 ათასამდე გერმანელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ასევე ოპერაციის ფარგლებში ავღანეთიდან ტყვია-წამალი და სამხედრო აღჭურვილობა გამოიტანეს.
„საქართველომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო-სატრანზიტო ოპერაციაში პირველად მიიღო მონაწილეობა“, - ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ოლაფ ველერმა აღნიშნა, რომ გერმანია ძალიან აფასებს იმ დახმარებას, რომელიც საქართველომ გაუწია.
„ის, რაც აქ ვიხილეთ, არის ქართული ძალების ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით ჩვენი მიზნის მიღწევას და ჩვენი მისიის შესრულებას“, - განაცხადა ველერმა „პირველი არხის“ ეთერში.
ნატოს მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა" თავისი მონაწილეობის დასრულების შესახებ გერმანიამ აპრილის ბოლოს განაცხადა.
ავღანელი მეამბოხეები თავდაცვის ძალებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
შეხვედრა თეირანში: ავღანელ ტერორისტებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო
შეერთებულმა შტატებმა და ნატოს მოკავშირეებმა ავღანეთში სამხედრო ოპერაცია 2001 წელს დაიწყეს. ის ხორციელდებოდა კამპანია „ურყევი თავისუფლების“ ფარგლებში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე საპასუხოდ.
2014 წელს ავღანეთმა, ასევე შეერთებულმა შტატებმა და ნატოს მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს უშიშროების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოკავშირეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შეზღუდული სამხედრო კონტინგენტის არსებობის უფლებას აძლევდა. 2015 წლის 1 იანვრიდან საომარი ოპერაცია ჩაანაცვლა არასაომარმა მისიამ „მტკიცე მხარდაჭერა“.
2020 წელს კატარში შეერთებულმა შტატებმა და ავღანეთის რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა" 18-წლიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 14 თვეში ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანას და ტყვეთა გაცვლის შემდეგ ავღანეთის შიგნით დიალოგის დაწყებას გულისხმობს. თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ავღანეთის ტერიტორიიდან ჯარები 2021 წლის 1 მაისისთვის უნდა გაეყვანა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესი 1 მაისს დაიწყო და 11 სექტემბრამდე დასრულდება. ჯარების გამოყვანა პარტნიორებთან სრული კოორდინაციით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0