01:30 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (472)
41 0 0

რუსთაველის გამზირი ბოლო ორი დღის მანძილზე დაპირისპირებისა და არეულობის ცენტრი გახდა – ლგბტ–თემის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ძალდობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ, წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისი გამოსვლის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ლგბტ თემის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების მიმართ. ის ეხება ჩვენს ყველაზე პირადულ ფიქრებსა და რწმენებს, ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროკავშირში ჩვენ არ ვანსხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ“, – აცხადებს შარლ მიშელი გამოქვეყნებულ ვიდეოში.

რუსთაველის გამზირი ბოლო ორი დღის მანძილზე დაპირისპირებისა და არეულობის ცენტრი გახდა – 5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ დილიდან თბილისის ცენტრში კონტრაქცია დაიწყო.

რუსთაველზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა“ მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს. რადიკალური დაჯგუფებების თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი ძალადობის მსხვერპლი გახდა, რამდენიმე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები. იყო თავდასხმები რიგით გამვლელებზეც. 

გუშინ ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ იმ ტერიტორიაზე შეღწევას, სადაც მასმედიის სოლიდარობისადმი მიძღვნილი „მდუმარე აქცია“ ტარდებოდა და რომელზეც არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაკეთებულა.

პოლიციას ტერიტორიიდან „მდუმარე აქციის“ მონაწილეების გაყვანა გაძლიერებული დაცვით მოუწია, რათა მხარეებს შორის ღია დაპირისპირება აღეკვეთა. ვითარება რუსთაველის გამზირზე ბოლო წუთამდე დაძაბული იყო.

გუშინვე რადიკალურად განწყობილმა ადამიანებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. დროშა, რომელიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსნეს, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ საკანონმდებლო ორგანოს წინ საკუთარი ხელით აღმართა.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (472)

მთავარი თემები