https://sputnik-georgia.com/20210707/davit-zalkaliani-tbilisshi-ganvitarebul-movlenebs-apasebs-252242849.html
დავით ზალკალიანმა თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა
დავით ზალკალიანმა თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა
Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ არეულობაში მონაწილე ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს. 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-07T14:35+0400
2021-07-07T14:35+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241930_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_6d851666435029de0901247819e67c52.jpg
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუღებელი უწოდა ძალადობის ფაქტებს, რაც თბილისის ცენტრში ბოლო დღეებში განვითარდა.რუსთაველის გამზირი ბოლო ორი დღის მანძილზე დაპირისპირებისა და არეულობის ცენტრი გახდა – 5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავდა, რომელიც რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან თბილისის ცენტრში კონტრაქცია დაიწყო.რუსთაველზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა“ მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს. რადიკალური დაჯგუფებების თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი გახდა ძალადობის მსხვერპლი, რამდენიმე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები. იყო თავდასხმები რიგით გამვლელებზეც, რომელთა გარეგნობა მათ შეუფერებლად ჩათვალეს. გუშინ რადიკალურად განწყობილმა ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს „ტრადიციული ფასეულობების დამცველებს“ უწოდებენ, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. დროშა, რომელიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსნეს, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ საკანონმდებლო ორგანოს წინ საკუთარი ხელით აღმართა.გუშინ ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ იმ ტერიტორიაზე შეღწევას, სადაც მედიის სოლიდარობისადმი მიძღვნილი „მდუმარე აქცია“ ტარდებოდა და რომელზეც არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაკეთებულა.პოლიციას ტერიტორიიდან „მდუმარე აქციის“ მონაწილეების გაყვანა გაძლიერებული დაცვით მოუწია, რათა მხარეებს შორის ღია დაპირისპირება აღეკვეთა. ვითარება რუსთაველის გამზირზე ბოლო წუთამდე დაძაბული იყო.
https://sputnik-georgia.com/20210707/tikaradze-unda-mivigot-gadawyvetileba-sait-mivdivart-252239777.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241930_21:0:1172:863_1920x0_80_0_0_60dbac298932339c005982c4762640b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
დავით ზალკალიანმა თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა
14:35 07.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) საქართველოს პირველი დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ არეულობაში მონაწილე ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს.
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუღებელი უწოდა ძალადობის ფაქტებს, რაც თბილისის ცენტრში ბოლო დღეებში განვითარდა.
რუსთაველის გამზირი ბოლო ორი დღის მანძილზე დაპირისპირებისა და არეულობის ცენტრი გახდა – 5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავდა, რომელიც რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან თბილისის ცენტრში კონტრაქცია დაიწყო.
რუსთაველზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა“ მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს. რადიკალური დაჯგუფებების თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი გახდა ძალადობის მსხვერპლი, რამდენიმე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები. იყო თავდასხმები რიგით გამვლელებზეც, რომელთა გარეგნობა მათ შეუფერებლად ჩათვალეს.
გუშინ რადიკალურად განწყობილმა ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს „ტრადიციული ფასეულობების დამცველებს“ უწოდებენ, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. დროშა, რომელიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსნეს, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ საკანონმდებლო ორგანოს წინ საკუთარი ხელით აღმართა.
„ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო... მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას“, – დაწერა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში.
გუშინ ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ იმ ტერიტორიაზე შეღწევას, სადაც მედიის სოლიდარობისადმი მიძღვნილი „მდუმარე აქცია“ ტარდებოდა და რომელზეც არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაკეთებულა.
პოლიციას ტერიტორიიდან „მდუმარე აქციის“ მონაწილეების გაყვანა გაძლიერებული დაცვით მოუწია, რათა მხარეებს შორის ღია დაპირისპირება აღეკვეთა. ვითარება რუსთაველის გამზირზე ბოლო წუთამდე დაძაბული იყო.