ირაკლი ღარიბაშვილი: ამ სამუშაოებმა თბილისი–ბათუმის გზა ერთი საათით უკვე შეამცირა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე 2020 წელს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშით წარდგა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების წელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

„აპრილში ექსპორტის 70-პროცენტიანი ზრდა პანდემიამდე მონაცემსაც აღემატება და ნათლად მიანიშნებს გაუმჯობესების ტენდენციაზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბაგები–წყნეთის გზაზე დამცავი კედელი შენდება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
ბაგები–წყნეთის გზაზე მეწყრული ზონის გასამაგრებლად საყრდენი კედელი აშენდება

პრემიერ-მინისტრის თქმით, გარდა ამისა, ქვეყანაში ვითარდება სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გრძელდება საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბება.

„საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა მაგისტრალური გზის 70 კმ-მდე. ასევე გეტყვით, რომ ამ სამუშაოებმა თბილისი–ბათუმის გზა ერთი საათით უკვე შეამცირა“, – აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, აქტიურ ფაზაშია ფოთის საზღვაო ტერმინალის მშენებლობა, პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. დასრულებულია ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 82%. საპილოტო რეჟიმში უკვე ხორციელდება გადაზიდვები. დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გასულ წელს გაწეულ სამუშაებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ეს ღარიბაშვილისთვის პრემიერის რანგში პირველი ანგარიშია ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ღარიბაშვილმა 2021 წლის თებერვალში მთავრობის მეთაურის სავარძელი კვლავ მოირგო. აღნიშნულ თანამდებობაზე მან გიორგი გახარია შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0