პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს იხურება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშაობას დღეს, 25 ივნისს დაასრულებს.

სესიის ბოლო დღეს დეპუტატების წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარდგება.

საქართველოს პარლამენტი სესიაზე წელიწადში ორჯერ იკრიბება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
პრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს ჩააბარებს

დეპუტატები დადებითად აფასებენ საგაზაფხულო სესიის მუშაობას. საპარლამენტო ოპოზიციიდან „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, მთავარი მიღწევა ისაა, რომ დაიწყო საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყოველი ახალი სესია ადრინდელზე ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

საგაზაფხულო სესიის მუშაობას წარმატებულს უწოდებს მმართველი პარტია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, საგაზაფხულო სესია ოპოზიციის პრაქტიკულად სრული შემადგენლობით სრულდება.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგაზაფხულო სესიაზე ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა საქართველოს პარლამენტმა როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. საგაზაფხულო სესიის დიდ მიღწევად ითვლება ის, რომ პარლამენტი მუშაობას სრული შემადგენლობით აგრძელებს – საპარლამენტო ოპოზიციამ აქტიური საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საკანონმდებლო საქმიანობის კუთხითაც ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა.

საგაზაფხულო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურება. თუმცა, ვინაიდან განსახილველი დარჩა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ კომიტეტები და ასევე გაიმართება რიგგარეშე სხდომები. ფორმალურად კი დეპუტატებს არდადეგები ეწყებათ.

ყველა ახალი ამბავი
0