საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას ეწვია

© photo: photo: Official website of the President of Georgia სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ოფიციალურ პირებთან რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა

კიევში საქართველოს სახელმწიფო მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ეს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მეორე ვიზიტი იქნება კიევში. 2019 წლის მაისში ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა. საქართველოს პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, ვისთანაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0