საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს უკრაინის ოფიციალურ პირებთან.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 23 ივნისს ვიზიტით უკრაინას  ეწვევა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური. 

ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
სტრატეგიული პარტნიორობა: რაზე შეთანხმდნენ უკრაინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს უკრაინის პრემიერ–მინისტრ დენის შმიგალთან  და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ეს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მეორე ვიზიტი იქნება კიევში. 2019 წლის მაისში ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა. საქართველოს პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, ვისთანაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური