კობახიძე: მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეცვლა – „ფეიკნიუსია"

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ მის გადაყენებასთან დაკავშირებული პროცესები შეიძლება მისი გვერდის ავლით მიმდინარეობდეს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის.

ტელეკომპანია „TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" მან მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეცვლის თაობაზე ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
ივანიშვილის სატელიტი თუ ოპოზიციონერი? ვინ არის სინამდვილეში გახარია

„ეს სპეკულაციაა... ამბობდნენ იმასაც, რომ 20 ივნისს პარტიის ყრილობა უნდა გაიმართოს, რაც აზრს მოკლებულია. „ფეიკნიუსს" ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც დონის დამაჯერებლობის ხარისხი? როცა ამბობენ, რომ ორი ან ხუთი დღის შემდეგ ყრილობა გაიმართება, ხომ უნდა იცოდნენ, რომ ყრილობისთვის მომზადებაა საჭირო?" – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მას პარტიაში კონკრეტული ამოცანა და ფუნქცია აქვს.

„მე პარტიის თავმჯდომარე ვარ. ჩემი ფუნქციაა პოლიტიკური საკითხების გადაჭრის კოორდინაციის უზრუნველყოფა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა და პარტიის არჩევნებისთვის მზადება. ეს ისეთი ფუნქციაა, რომლის განხორციელებაზეც მუშაობას მინიმუმ ერთი წლით ადრე იწყებენ. მე ამ საქმით უკვე დავკავდი და ამ დროს რაიმე სახის ცვლილება, ტექნიკურიც კი, პრაქტიკულად შეუძლებელია", – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიმდინარე წლის იანვარში გახდა – პარტიის ყოფილი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. მანამდე კობახიძე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0