„ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა“ - გრიგოლ ვაშაძე საკანონმდებლო საქმიანობას შეუდგა

© photo: Sputnikგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
გრიგოლ ვაშაძისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება - ამჯერად პარლამენტის დეპუტატის ამპლუაში.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ვაშაძე საკანონმდებლო ორგანოში პირველად ხუთშაბათს გამოჩნდა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას დაესწრო.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა

ვაშაძე მეათე მოწვევის პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიით მოხვდა. მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა პარტია და განაცხადა, რომ უმრავლესობის ტაქტიკას არ ეთანხმება. კიდევ უფრო მიუღებელი აღმოჩნდა მისთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციას შეუერთდა. ყოფილი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, ვაშაძე იყო ერთ-ერთი იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც ინდივიდუალური წესით მოაწერეს ხელი კომპრომისულ შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეადგინა.

„ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, ფრაქციის წევრებთან. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი – 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება“, – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

სალომე სამადაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციის თავმჯდომარეა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე. ფრაქციის წევრები არიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე (ორივე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი), დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე (საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა „ევროპული საქართველო“).

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, რომელსაც კიდევ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ბლოში 32 დეპუტატი ჰყავს, ივნისის დასაწყისში თითქმის შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ ის პარლამენტში შესვლაზე დათანხმდა.

ამასთან ისინი არ აპირებენ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერას და პარლამენტში რაიმე თანამდებობების დაკავებას.

ყველა ახალი ამბავი
0