04:09 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას შემდგომი განვითარებისა და ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გაღრმავებისთვის, დაწერა საქართველოს პრემიერმა.

თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

კვირას ისრაელის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით კოალიციური მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის მეთაური გახდა პარტია „იამინის“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი.

„ვულოცავ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს და ვუსურვებ მას წარმატებას! საქართველოსა და ისრაელს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობის 26 საუკუნე და საერთო კულტურული მემკვიდრეობა. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას თქვენთან ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ისრაელს 26 საუკუნოვანი მეგობრობა და საერთო კულტურული მემკვიდრეობა აკავშირებს.

უახლოეს ორ წელიწადში მინისტრთა კაბინეტს 49 წლის ბენეტი უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც, კოალიციური შეთანხმების თანახმად, მას პარტია „ეშ ატიდის“ ლიდერი აირ ლაპიდი შეცვლის.

ბენეტმა თანამდებობაზე 12-წლიანი მმართველობის შემდეგ პარტია „ლიკუდის“ ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა. 

მთავარი თემები