ეს არის გამარჯვება – ზალკალიანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს მედიაციის როლზე

© Government of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
გამოწერა
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი ქვეყნის როლის გამოკვეთის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა ეთამაშა მედიატორის როლი და  რეგიონში მშვიდობისმყოფელის ფუნქცია შეესრულებინა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2021
საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის აქტიური შუამავლობით გაათავისუფლა.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახმარებით სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალები გადასცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლ ფაშინიანთან.

„ძალისხმევა და მცდელობები მანამდეც იყო, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ ჰქონია. და ახლა ეს შედეგი პირველად დადგა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვება. და იმით, რომ მუდმივად თბილისიდან დიდი შვიდეულის ფორმატის ფარგლებში მიმდინარეობდა ეს მედიაცია და ფასილიტაცია ჩვენი მხრიდან და მსოფლიო ლიდერები დაინტერესებული იყვნენ, თუ რა ხდებოდა ამ მედიაციის კუთხით, როგორ მიდიოდა პროგრესი, თბილისიდან ისინი მუდმივად იღებდნენ შეტყობინებას, ამით ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. გამოიკვეთა ჩვენი როლი, მნიშვნელობა და ფუნქცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მედიაციის ძალიან ინტენსიური მცდელობები ​უკვე ორი-სამი თვეა დაწყებულია და ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, აღნიშნა ზალკალიანმა. 

რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2021
წყაროს ინფორმაცია: ერდოღანი აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოვა

„ჩვენ ძალიან ბევრი ძალისხმევა გვჭირდება, რათა საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდსა და ტაქტიკურ გზებს ვიყენებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ საერთაშორისო ურთიერთობებში არის ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა, ჩვენი ფუნქცია დავანახოთ დიდ მოთამაშეებს რეგიონში. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის, რაც ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში გაკეთდა და რაც საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გააკეთა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ადრე სომხეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აზერბაიჯანთან მიმართებით საქართველოს შუამავლის როლი ხაზგასმითაა აღნიშნული. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ჰუმანიტარული აქციის განხორციელებაში აღნიშნეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. განცხადებები გაკეთდა და  საქართველოს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

ყველა ახალი ამბავი
0