15:35 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
38 0 0

პარმენ ჯალაღონია უსკოს თავმჯდომარედ პირველად 2016 წელს დაინიშნა, მანამდე იგი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია მეორე ვადით აირჩიეს – გადაწყვეტილება აჭარის უმაღესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

აღნიშნულ თანამდებობაზე ექვსი წლით ჯალაღონიას არჩევა მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

ოპოზიცია მოითხოვდა ჯალაღონიასთვის კითხვების დასმის უფლებას, რაზეც მათ უარი მიიღეს.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ჯალაღონიამ მარტო მმართველი ძალის მხარდაჭერა მიიღო. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.


მთავარი თემები