აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მეორე ვადით აირჩიეს

© Sputnik / Seyran Baroyanაჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
პარმენ ჯალაღონია უსკოს თავმჯდომარედ პირველად 2016 წელს დაინიშნა, მანამდე იგი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია მეორე ვადით აირჩიეს – გადაწყვეტილება აჭარის უმაღესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

უმაღლესი საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე გამოჩდნენ

აღნიშნულ თანამდებობაზე ექვსი წლით ჯალაღონიას არჩევა მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.

ოპოზიცია მოითხოვდა ჯალაღონიასთვის კითხვების დასმის უფლებას, რაზეც მათ უარი მიიღეს.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ჯალაღონიამ მარტო მმართველი ძალის მხარდაჭერა მიიღო. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0