18:47 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ შემოწირულობებთან დაკავშირებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დაფინანსებულია თავად პარტიის წევრების მიერ, განაცხადა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ.

გასულ კვირაში გახარიამ წარადგინა თავისი ახალი პარტია, რომელიც შედგება ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკებისგან, საშუალო რგოლის ბიზნესმენებისგან და ნაკლებად ცნობილი ადამიანებისგან. მედიასაშუალებებმა პარტიის შესაძლო დამფინანსებლებს შორის დაასახელეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან უბრალო, ჩვეულებრივ ოფისში, ეს არის სწორედ ის სახსრები, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებში, მინიმალური ხარჯები გავიღეთ როგორც დონაცია“, - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.

მან ასევე აცნობა ჟურნალისტებს, რომ პარტიის შემოწირულობების შესახებ სრული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების თანახმად, არჩევნებზე სერიოზული შედეგების დამდები მსხვილი პარტიების წლიური ხარჯები დიდი თანხებით იზომება და, შესაბამისად, არც ერთი პარტია ბიზნესმენების შემოწირულობების გარეშე არ ფუნქციონირებს.

აუდიტის სამსახური აკონტროლებს პარტიულ შემოწირულობებს და მათ შესახებ პერიოდულ ანგარიშებს აქვეყნებს.

მთავარი თემები