საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა იწყება: რა იცვლება

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველო ექვს ქალაქში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მძიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს იხილავს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ ცვლილების შეტანა დაამტკიცა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
მოწოდებების მიუხედავად: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი სახეები გამოჩნდნენ

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს ექვს ქალაქში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს იხილავს.

კანონპროექტის თანახმად, პირს უფლება ექნება უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სასამართლოს წარუდგენს დამაჯერებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი სამსახურში არყოფნა გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს.

გარდა ამისა, 100-დან 300-მდე იზრდება შესარჩევად მოწვეულ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატთა რაოდენობა.

იმ შემთხვევაში თუ საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით დაინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მას ჩაანაცვლებს და შერჩევის პროცესი გაგრძელდება.

ადვოკატებს და პროკურორებს 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ექნებათ, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რიგითი საქმის განხილვისას ეს რიცხვი ექვსს არ აღემატება.

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისთვის დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა, შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, 500-დან 1000 ლარამდე იზრდება.

თემიდა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
რა შემთხვევაში აპატიმრებენ ნაფიც მსაჯულს - იცოდეთ თქვენი უფლებები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები ამომრჩეველთა სიიდან ირჩევიან. სასამართლო მაქსიმუმ 12 ადამიანისგან შედგება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა არ უნდა იყოს:

• ექვს ადამიანზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ საქმე ნაკლებ მძიმე დანაშაულს ეხება;

• რვა ადამიანზე ნაკლები – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში;

• ათ ადამიანზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.

საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი.

განსაკუთრებით მძიმე საქმეში კი განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 კაცისგან და ვერდიქტი აუცილებლად უნდა იყოს ერთსულოვანი.

ყველა ახალი ამბავი
0