19:01 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (416)
31 0 0

პარტიიდან წასვლის მიზეზი რესპუბლიკელების გაერთიანება გახდა ფრაქციაში „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ ერთად. თამარ კორძაია მუშაობას გააგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტიის“ რიგები დატოვა, რადგან არ მიესალმება ახალ საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ გაწევრიანებას.

კორძაია „რესპუბლიკურ პარტიაში“ ექვსი წელი იყო. ის პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესთან ერთად მეათე მოწვევის პარლამენტში ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სიით მოხვდა.

კორძაიას განცხადებით, ის საპარლამენტო მუშაობას გააგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

„ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა „რესპუბლიკური პარტიის“ ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით“, – დაწერა კორძაიამ თავის Facebook–გვერდზე.

კორძაიამ აღიარა, რომ არ ეთანხმება პარტიის გადაწყვეტილებას, მაგრამ ესმის მისი და პარტიას წარმატებებს უსურვებს.

საქართველოს პარლამენტში ფრაქციების ალტერნატივა გაჩნდება>>

მან უკვე მიმართა პარტიის თავმჯდომარეს განცხადებით წასვლის შესახებ.

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია გუშინ დარეგისტრირდა სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“. მასში შევიდნენ სამი პოლიტიკური პარტიის („სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“) წევრები და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (416)

მთავარი თემები