16:14 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (145)
44 0 0

სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი გუბერნატორები ჰყავთ – მმართველ ძალას წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების განმტკიცება სურს.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო–ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონების გუბერნატორები წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი გუგუჩია დაინიშნა, რომელმაც მალხაზ თორია შეცვალა. თორიას აღნიშნული პოსტი რამდენიმე თვე ეკავა, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა.

„მინდა წარმოგიდგინოთ სამეგრელო–ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი გიორგი გუგუჩია. იგი პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში. ის არის ძალიან გამოცდილი კადრი. წარმოშობით ზუგდიდიდანაა და ძალიან კარგად იცნობს რეგიონს. მჯერა, რომ იქნება წარმატებული გუბერნატორი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება შიდა ქართლს, ამ რეგიონში გუბერნატორის პორტფელი ვალერიან მჭედლიძემ ჩაიბარა.

„წარმოგიდგენთ ვალერიან მჭედლიძეს. იგი წარმოშობით გორიდანაა, აქვს საჯარო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება. ბოლო დროს იგი ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მჭედლიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ხოჯევანიშვილი შეცვალა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა. ამჟამად ხოჯევანიშვილი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრია.

თემები:
საქართველოს მთავრობა (145)

მთავარი თემები