საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Stringerქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოაწერა ხელი ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ შესწორებებს კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების ვადა 2022 წლის 31 დეკემბერამდე გახანგრძლივდა – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის შესწორებებს კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ხელი უკვე მოაწერა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ასევე მომავალი წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი მოქალაქეობის საკითხის გადაჭრა იმ პირებისთვის, რომლებიც 1993 წლამდე დაიბადნენ და ვერც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა ვერ მიიღეს.

პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნული კანონის მიღებასა და ამოქმედებას. აღსანიშნავია, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო. აღნიშნულ ეტაპზე კი საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მიხედვით, ქართული პასპორტის შენარჩუნებისთვის საჭიროა სახელმწიფოს თანხმობა სხვა ქვეყნის მოქალაქების მიღებამდე. თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნებაზე გაიცემა, თუ მოქალაქის კავშირი საქართველოსთან დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეს უცხოეთის მოქალაქეობის მიღების დროს შეეძლო მიემართა თავისი ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ასევე ამ ვადამდე შეეძლო მოქალაქეობის დაბრუნება მას, ვისაც პასპორტი უცხოეთის სახელმწიფოს პასპორტის მიღების გამო ჩამოერთვა.

ყველა ახალი ამბავი
0