ნუ კლავ ანაკლიას - „ლელომ“ სამეგრელოში საპროტესტო აქცია გამართა

© photo: Lelo For Georgia / FB„ლელოს“ აქცია ანაკლიაში
„ლელოს“ აქცია ანაკლიაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებმა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლება მოითხოვეს.

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მხარდასაჭერი აქცია - „ნუ კლავ ანაკლიას“ - გამართეს.

საქართველოს შავ ზღვაზე ორი პორტი აქვს - ბათუმსა და ფოთში. თუმცა არასაკმარისი სიღრმის გამო მათ ყველა ხომალდის მიღება არ შეუძლიათ.

ამ ადგილზე უნდა აშენდეს ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
ანაკლიის პორტის პროექტი კვლავ „ტრენდშია“: ხელისუფლება ახალ ტენდერზე მუშაობს

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო შეთანხმების საბოლოოდ გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კონსორციუმი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო მამუკა ხაზარაძე, პარტია „ლელოს“ ამჟამინდელი ლიდერი.

აქციის მონაწილეები ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განახლებას ითხოვენ.

ორგანიზატორთა თქმით, ასეთი პორტის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია.

„ლელოს“ აქტივისტებმა აქციის ჩასატარებლად სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი აირჩიეს.

„დღეიდან ვიწყებთ ფართომასშტაბიან პროტესტს, აქციებს, რათა განახლდეს საქართველოში ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
საქართველო ანაკლიის პორტის პროექტზე ტენდერის ჩასატარებლად კონსულტანტებს დაიქირავებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელს აღმოსავლეთი და დასავლეთი ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაეკავშირებინა.

თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორისთვის გადაცემას გეგმავდა და 2016 წელს ამ პირობებით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც ეკუთვნის TBC Holding-ს და ამერიკულ კომპანიას Conti International LLC, რომლებმაც კომპანია Anaklia Holding JSC დააფუძნეს. სახელმწიფოს სავალდებულო პირობას სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა წარმოადგენდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0