15:34 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (77)
67 0 0

სასამართლო პროცესი რეზონანსულ „დავით-გარეჯის საქმეზე“, რომელშიც ბრალდებული არიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდა.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განაახლა მოსმენა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის დროს საქართველოს ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის მცდელობის შესახებ საქმეზე.

საქმეში ბრალდებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა.

„ამ საქმეზე გრძელდება არსებითი განხილვა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნება სამი მოწმე. ესენი არიან პირები, რომლებიც 2005-2007 წლებში კომისიების შეხვედრებში მონაწილეობდნენ, შესაბამის დოკუმენტაციასაც აწერენ ხელს“, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

სასამართლოში ერთ-ერთი გამოკითხული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი გელა დუმბაძე.

„მე მივეცი ჩვენება, როგორც მრჩეველმა, რომელიც ესწრებოდა რამდენიმე სხდომას“, – განაცხადა დუმბაძემ.

ბრალდების მხარის მიერ გამოცხადებულ მოწმეთა სიაში, ბრალდებულ ივერი მელაშვილის ინფორმაციით, არიან პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

თუმცა როდის გამოიკითხებიან ისინი, უცნობია.

საქმის დეტალები

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

ამჟამად ბრალდებულები მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (77)

მთავარი თემები